მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პერიოდის გამო ფრანგულ კლუბებში ქართველ ლეგიონერთა რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული, ტოპ 14-ის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთი ჩვენებური მაინც მოხვდა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ წინა უქმეების სიმბოლურ გუნდში „ბრივის“ მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი შეიყვანა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორკინალი ლუკა ჯაფარიძის არყოფნის პირობებში ბრიველთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და თავისი შანსი ხელდან...
შევჩენკომ ჯენოა ჩაიბარა
უკრაინის ნაკრების ყოფილი თავკაცი ანდრეი შევჩენკო იტალიური „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად კვირას დაინიშნა, ორშაბათს დღეს გენუაში ჩაფრინდა და უკვე სამშაბათს პირველ ვარჯიშს უხელმძღვანელებს. მისი წარდგენა და პრესკონფერენცია სტადიონ „ლუიჯი ფერარიზე“ იგეგმება. შევჩენკომ თანაშემწედ წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მაურო ტასოტი ჩაიყვანა, რომელიც მას უკრაინის ნაკრებშიც ეხმარებოდა. „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი შევჩენკოს 21 ნოემბერს ჟოზე მოურინიოს...
პიოლის ორი წელი დაუმატეს
იტალიური “მილანი” უახლოეს მომავალში გააფორმებს ახალ კონტრაქტს გუნდის დამრიგებელ სტეფანო პიოლისთან. 56 წლის სპეციალისტის შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდიოდა. განახლებული კონტრაქტი 2024 წლამდე იქნება ძალაში. პიოლი ფინანსურადაც იხეირებს. მისი წლიური ხელფასი 2-დან 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება (პრემიების და დანამატების გარეშე). გუშინ “მილანმა” თანაქალაქელ “ინტერთან” 1:1 ითამაშა, 32 ქულა გაუხდა და ლიდერ “ნაპოლის” ისევ გაუტოლდა....
მანჩესტერში ცუდი მდგომარეობაა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სურვილს, ოლე გუნარ სულშერი გუნდის სათავეში სეზონის ბოლომდე დატოვოს, პირველი დარტყმა „ლივერპულთან“ 0:5 დამარცხებამ მიაყენა, მანჩესტერულ დერბიში ნაწვნევმა 0:2-მა კი ნორვეგიელი მწვრთნელის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 წააგო. და ეს ხდება იმ სეზონში, როდესაც კლუბმა 135,6 მილიონ გირვანქად ჯეიდონ სანჩო, რაფაელ ვარანი და თვით კრიშტიანუ რონალდუ...
ვალენსიას დეჟავიუ
ეს უკვე დეჟავიუ იყო: გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომლის კარს კვლავ იასპერ სილესენი იცავდა, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იგივე გაიმეორა, რაც 23 ოქტომბერს „მალიორკასთან“ გააკეთა — ორი გოლით ჩამორჩენილმა, მსაჯის წამატებულ წუთებში ანგარიში გაათანაბრა. სამი ტურის წინ, 93-ე წუთზე გაიამ შეაგდო, 97-ზე კი გუედეშმა, ხოლო გუშინ, როგორც 91-ე ასევე 95-ე წუთზე უგო დურომ გამოიჩინა თავი. დაახლოებით ასეთივე ამბავი...




