ჭდე: რალფ რანგნიკი

Home რალფ რანგნიკი
მხოლოდ რანგნიკთან…
ჩანაწერი

მხოლოდ რანგნიკთან…

„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა დაადასტურა, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს რალფ რანგნიკთან. „ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ რალფთან, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე უნდა დაველოდოთ. ის ფეხბურთის შესანიშნავი სპეციალისტია. თუ ყველაფერი გამოვა, დამერწმუნეთ, ძალიან კარგი არჩევანი იქნება“, – თქვა ჰაინერიმა. შეგახსენებთ, რომ ბავარიელთა ამჟამინდელი დამრიგებელი, თომას ტუხელი კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.    

რანგნიკი ბაიერნში?
ჩანაწერი

რანგნიკი ბაიერნში?

„ბაიერნმა“, შესაძლოა, მალე მიაღწიოს შეთანხმებას ცნობილ სპეციალისტ რალფ რანგნიკთან, რომელიც ამჟამად ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს. Bild-ის ცნობით, რანგნიკი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელობის ფავორიტია. მხარეებს შორის შეთანხმება არაა გამორიცხული მიმდინარე კვირაში დასრულდეს. რანგნიკს კარიერაში რამდენიმე კლუბი გაუწვრთნია. ბოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, რომელიც 2022 წლის მაისში დატოვა, ამჟამად კი ის ავსტრიის ნაკრების თავკაცია. „ბაიერნს“ ამჟამად თომას ტუხელი ხელმძღვანელობს,...

მანჩესტერი პრესკონფერენციაზე უარყო
ჩანაწერი

მანჩესტერი პრესკონფერენციაზე უარყო

რალფ რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღარ იმუშავებს. გერმანელი, რომელმაც გუნდი დეკემბრის დასაწყისში ჩაიბარა, დროებითი მწვრთნელობის შემდეგ, ტრანსფერების საკითხში გუნდის მრჩეველი უნდა გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, სპეციალისტმა თქვა, რომ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს. და იცით სად გამოაცხადა ამის შესახებ? პრესკონფერენციაზე, რომელიც ავსტრიის ნაკრების მწვრთნელის რანგში მოიწვია. და რა წავიკითხეთ „მანჩესტერის“ განცხადებაში? „იმ 6 თვისთვის, როდესაც ის „მანჩესტერს“ სათავეში ედგა, რალფ...

რეშფორდი გასაშვებია?
ჩანაწერი

რეშფორდი გასაშვებია?

ერიკ ტენ ჰაგს სთხოვეს არ აჩქარდეს. მართალია, ბოლო პერიოდში მარკუს რეშფორდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ 24 წლის თავდამსხმელს ჯერ კიდევ დიდი მომავალი ელის და მისი თავიდან მოშორება სწორი არ იქნება. ფოტოზე ხედავთ ტენ ჰაგსა და მის აგენტ კის ვოსს, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედის” ლონდონის ოფისიდან გადიან. აქ ისინი კლუბის წარმომადგენლებს ახალი თავდამსხმელის შეძენაზე ელაპარაკებოდნენ. როგორც ითქვა ტენ...

რონალდუს საქმე ჯერ არ დამთავრებულა
ჩანაწერი

რონალდუს საქმე ჯერ არ დამთავრებულა

გუშინ „მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 24-ე გოლი გაიტანა (18 პრემიერლიგაში). მან პენალტი დაარტყა. მანკუნიანელებმა „ბრანტფორდს” 3:0 მოუგეს. მიმდინარე სეზონში ეს იყო გუნდის ბოლო შეხვედრა „ოლდ ტრეფორდზე”. მისი დამთავრების შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანს წრე შემოუარეს, გულშემატკივარს დაემშვიდობნენ და სწორედ ამ დროს მიაძახა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კამერას: ჩემი საქმე ჯერ არ დამთავრებულა! (I’m...

ავსტრიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
ჩანაწერი

ავსტრიის ნაკრების ახალი მწვრთნელი

„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ავსტრიის ნაკრებს ჩაიბარებს, ოღონდ „ოლდ ტრეფორდზეც” დარჩება და ერიკ ტენ ჰაგს დაეხმარება. რანგნიკი 63 წლის არის. „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში რომ ნიშნავდნენ პირობა დაუდეს: თუ მიმდინარე სეზონში წარმატებას ვერ მიაღწევდა, ზაფხულიდან ორი წლით ახალი მწვრთნელის მრჩეველი უნდა გამხდარიყო. მანჩესტერში გერმანელმა ოლე გუნარ სულშერი შეცვალა. რანგნიკს არ გაუმართლა. „იუნაიტედში” მისმა მუშაობამ...

ჩატიდანაც გავიდა
ჩანაწერი

ჩატიდანაც გავიდა

ბოლოხანს ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიდის და აი, ამის კიდევ ერთი მტკიცებულება: ფრანგმა „იუნაიტედის” WhatsApp-ის ჯგუფი დატოვა. მან ეს მას მერე გააკეთა, რაც „რეალისა” და „იუვენტუსისგან” შეთავაზებები მიიღო. როგორც ჩანს, 29 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა „მანჩესტერის” შემადგენლობაში ბოლო თამაში უკვე ჩაატარა. მანკუნიანელთათვის ცუდად მოსაგონებელ შეხვედრაში, რომელიც მათ „ლივერპულთან” 0:4 წააგეს, პოგბა...

დაანებეთ თავი წარსულით ტკბობას!
ჩანაწერი

დაანებეთ თავი წარსულით ტკბობას!

მოსაზრებას, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, „დეილი მეილის” ჟურნალისტი იან ჰერბერტი გამოთქვამს. ის ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელად ახლა უკვე ოფიციალურად დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ჰოლანდიელს ერთი დიდი პლუსი აქვს — მან იცის როგორ გამოგლიჯოს კლუბი ხელიდან წარსულის დიდებას. 2017 წელს, „აიაქსის” თავკაცად ახალმა დანიშნულმა ტენ ჰაგმა თქვა: „აქ, ჰაერში ტრიალებს აურა, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ...

მანჩესტერი ტენ ჰაგს დაუძმობილდა
ჩანაწერი

მანჩესტერი ტენ ჰაგს დაუძმობილდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახლა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს „აიაქსის“ ამჟამინდელი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი გაუძღვება. ნიდერლანდელ სპეციალისტთან ინგლისელები კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებენ  გაგრძელების პერსპექტივით. 63 წლის რალფ რანგნიკი, რომელიც მანჩესტერელებს დეკემბრის აქით წვრთნის ახალი სეზონიდან კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე გადაინაცვლებს. „სასიამოვნოა, რომ უკვე ყველაფერი ოფიციალურად გაცხადდა და „მანჩესტერმა“ ჩემი დანიშვნის შესახებ გამოაცხადა, თუმც...

იუნაიტედი ექვსი წლის წინანდელი ლივერპულის დონეზე
ჩანაწერი

იუნაიტედი ექვსი წლის წინანდელი ლივერპულის დონეზე

„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულთან” სტუმრად 0:4 წააგო. მწვრთნელი რალფ რანგნიკი ამით იმდენად შეურაცხყოფილი დარჩა, რომ პრეს-კონფერენციაზე თავის ფეხბურთელებს მოურიდებელი კრიტიკით დაესხა თავს. გერმანელმა თქვა, რომ გუნდს განახლება სჭირდება. მისი თქმით დღეს „იუნაიტედი” იურგენ კლოპის „ლივერპულს” ექვსი წლით ჩამორჩება. არადა, რომ მოეგო, მანჩესტერის გუნდი მეოთხე ადგილს დაეწეოდა, მაგრამ მერსისაიდელებმა მეტოქეს ოცნებაც არ აცადეს — კოლუმბიელმა ლუის დიასმა...