რალფ რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღარ იმუშავებს. გერმანელი, რომელმაც გუნდი დეკემბრის დასაწყისში ჩაიბარა, დროებითი მწვრთნელობის შემდეგ, ტრანსფერების საკითხში გუნდის მრჩეველი უნდა გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, სპეციალისტმა თქვა, რომ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.
და იცით სად გამოაცხადა ამის შესახებ? პრესკონფერენციაზე, რომელიც ავსტრიის ნაკრების მწვრთნელის რანგში მოიწვია.
და რა წავიკითხეთ „მანჩესტერის“ განცხადებაში?
„იმ 6 თვისთვის, როდესაც ის „მანჩესტერს“ სათავეში ედგა, რალფ რანგნიკს მადლობა გვინდა გადავუხადოთ. შევთანხმდით, რომ ის ორიენტირებული ავსტრიის ნაკრებში დაკავებულ პოსტზე იქნება და „მანჩესტერში“ კონსულტანტად არ იმუშავებს. წარმატებას ვუსურვებთ”.
შეგახსენებთ, „მანჩესტერი“ „აიაქსიდან“ წასულმა ერიკ ტენ ჰაგმა ჩაიბარა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
