ნუნუ ესპირიტო სანტო „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს. მან „დეზების“ მესაჭედ 124 დღე გაძლო. ესპირიტო სანტოს სამსახურიდან გაშვება ფეხბურთელებს დილის 9 საათსა და 20 წუთზე შეატყობინეს, რამაც ისინი გააკვირვა. ადრე თუ გვიან მწვრთნელს რომ გაუშვებდნენ ყველამ იცოდა, მაგრამ ასე თუ იჩქარებდნენ არავინ ელოდა. როდესაც „სფურზმა“ ჟოზე მოურინიუს შემცვლელად ესპირიტო სანტო აირჩია, კლუბში ბევრს ეგონა, რომ...
ჭდე: სონი
ტოტენჰემის ლიდერი – არა კეინი
ლონდონის „ტოტენჰემის“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ კლუბმა საკუთარი თავდასხმის ლიდერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. პირველად, ალბათ, ჰარი კეინის გვარმა და სახელმა გაგირბინათ გონებაში, მაგრამ ჰარი ამიერიდან „სიტის“ მეტოქეთა კარში გიტანს. სადღეისოდ „დეზების“ მთავარი დამრტყმელი ძალა კი სამხრეთ კორეელი სონ ხინ-მინია. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი (როცა საჭიროა, ფორვარდიც) ჯერ „ლევერკუზენში“ თამაშობდა, მერე „ჰამბურგში“ და 2015 წელს გადბარგდა...
მოურინიუ: შვილის გამოსაკვებად ქურდობა რომ დაგჭირდეთ, უნდა იქურდოთ
ჟოზე მოურინიუმ ოლე გუნარ სულშერს შეუტია. ეს მას მერე მოხდა, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელები თამაშის შემდეგ გასახდელში წალაპარაკებულან. მიზეზი: სულშერმა „სფურზის” კორეელ ფეხბურთელს, სონს, სიმულაციაში დასდო ბრალი. თითქოს, მან გააფორმა, რომ სკოტ მაკტომინეიმ მის წინააღმდეგ წესი დაარღვია, რის გამოც ედინსონ კავანის გოლი არ ჩაუთვალეს. შეხვედრა მაინც სტუმრების, „იუნაიტედის” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. სულშერმა...
ტოტენჰემი ავტობუსს ეძებს
ინგლისში იხუმრეს, ის დროა, „ტოტენჰემში” ვინმემ გაიხსენოს თავგადახსნილი ავტობუსი სად დააყენეს, მტვერი გადაწმინდონ და შეამოწმონ, დადის თუ არაო. „დეზებს” 13 წელიწადია არაფერი მოუგიათ და აი, ახლა, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასამდე ერთი ნაბიჯღა აკლიათ. მუსა სისოკოსა და სონის გოლებით მათ „ბრენტფორდს” რთულ ბრძოლაში 2:0 მოუგეს და ფინალში გავიდნენ. „ბრენტფორდი” ჩემპიონშიფის გუნდია, რომელიც მნიშვნელოვანი თასის ნახევარფინალს ისტორიაში...
ჰარი კეინის ალავერდობა
ინგლისური პრემიერლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ლონდონურმა „ტოტენჰემმა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა „ბარნლი“. ერთადერთი გოლი 28 წლის კორეელმა სონმა გაიტანა. ეს მისი მე-8 გოლია და ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. საინტერესოა, რომ ამ 8-დან 7 გოლში კორეელს ასისტენტობა ჰარი კეინმა გაუწია. თავად კეინს უკვე 8 ასისტი მოუგროვდა და პრემიერლიგის საუკეთესო მეპასეთა სიას უდგას სათავეში.
ჩრდილოლონდონური დერბის ჩუმი მღელვარება
ტობი ალდერვეირელდმა თამაშის მიწურულს თავური გოლი გაიტანა და ჩრდილო ლონდონის დერბი „ტოტენჰემსა” და „არსენალს” შორის მასპინძელთა გამარჯვებით დაამთავრა. ეს გახლდათ შეხვედრა დერბისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობის და ღრიანცელის გარეშე. ერთადერთი, რისთვისაც მეტოქეები იბრძოდნენ ევროლიგაში თამაშის უფლება იყო, მაგრამ „სფურზის” თავკაც ჟოზე მოურინიუს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. „ტოტენჰემმა” კარანტინამდე და მის მერე რამდენიმე დუნე, უინტერესო თამაში ჩაატარა, რომელთა ფონზე...
მოვლენებით და მაიმუნობით გადატვირთული მატჩი
ლონდონური დერბი მოვლენებით გამოდგა დატვირთული — „ჩელსიმ” 2:0 მოუგო „ტოტენჰემს”, რომელსაც მეორე ტაიმში სონი გაუგდეს; ანტონიო რუდიგერს ტრიბუნიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ხულიგნებს რუდიგერმა თვითონ გამოაჯავრა მაიმუნის მოძრაობებით. ტრიბუნიდან ნასროლი ნივთები ცვიოდა „ჩელსის” მეკარე კეპა არისაბალაგას ახლომახლოს და, რასაკვირველია, საყურადღებო იყო ის, რომ ყოფილი შეგირდის, ფრენკ ლემპარდის გუნდმა ოსტატ ჟოზე მოურინიუს გუნდი დაამარცხა. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” კარში ორივე...
საშინელი ტრავმა
ტოტენჰემელი სონი ევერტონელ ანდრე გომეშს ბურთის წასართმევად ჩაუხტა. ამ ეპიზოდში პორტუგალიელი ისე დაშავდა, რომ სონი თავად დაიზაფრა. სამხრეთ კორეელმა წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ მისთვის ეს მთავარი სასჯელი არ იყო. მთავარი შოკი გახლდათ, რომელიც სონმა დაშავებული გომეშის დანახვაზე განიცადა. ტრავმირებულ ნახევარმცველს, ცხადია, დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როდესაც პორტუგალიელი მოედნიდან გაყავდათ, „გუდისონ პარკი” ტაშს უკრავდა. ვეტერანმა ჯეიმი...







