ჰარი კეინის ალავერდობა

Home აქეთურ-იქითური ჰარი კეინის ალავერდობა
ჰარი კეინის ალავერდობა

ინგლისური პრემიერლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ლონდონურმა „ტოტენჰემმა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა „ბარნლი“.

ერთადერთი გოლი 28 წლის კორეელმა სონმა გაიტანა. ეს მისი მე-8 გოლია და ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

საინტერესოა, რომ ამ 8-დან 7 გოლში კორეელს ასისტენტობა ჰარი კეინმა გაუწია. თავად კეინს უკვე 8 ასისტი მოუგროვდა და პრემიერლიგის საუკეთესო მეპასეთა სიას უდგას სათავეში.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".