გარი ლინეკერი ტელეომპანია BT Sport-იდან მიდის. მიზეზი: ლეგენდარულ ფეხბურთელსა და არანაკლებ სახელოვან ტელეწამყვანს მომავალ სეზონში თავის ოთხ ვაჟთან ერთად „ლესტერის” ევროპულ თამაშებზე სურს სიარული. ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც უკვე 60 წლისაა და რომელსაც BT Sport-ზე 2015 წლიდან ჩემპიონთა ლიგის რეპორტაჟები მიჰყავს, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ტვიტერზე დაწერა. „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” შორის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი ფინალი ამ...
ჭდე: ლესტერ სიტი
სიტი ჩემპიონია!
„მანჩესტერ სიტი” ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი. ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, „ლესტერთან” 1:2 წააგო. ამრიგად, პეპ გვარდიოლას გუნდმა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასს მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც დაამატა და ტრებლისთვის 29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა აკლია. ფინალში „სიტი” „ჩელსის” ხვდება. რაკი „ჩელსი” ვახსენეთ… „ქალაქელები” იმედოვნებდნენ, რომ ჩემპიონის ტიტულს...
მანჩესტერ იუნაიტედი გავარდა
ამ თამაშის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერი ტრადიციების პატივისმცემელ ინგლისელ გულშემატკივართა სიყვარულს ვერ მოიმკიდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჯერ თასების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, შემდეგ კი ეს საქმითაც დაადასტურა და თავისი მთავარი ვარსკვლავი ბრუნო ფერნანდეში სასტარტო შემადგენლობაში საერთოდ არ ათამაშა. შედეგად, ფეხბურთის ასოციაციის თასის ეს მეოთხედფინალური მატჩი შესანიშნავად მოთამაშე „ლესტერის” გამარჯვებით დასრულდა — 3:1. ამრიგად, „მელიები” გავიდნენ ნახევარფინალში,...
ოფსაიდი იყო, ძმაო!
„ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი VAR-ზე გაბრაზდა — გოლი, რომლითაც „ლესტერმა” ანგარიში გაათანაბრა, არ უნდა ჩათვლილიყოო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ლესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში მო სალაჰმა შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა მალევე იყოჩაღეს და 78-დან 85-ემდე შვიდწუთიან მონაკვეთში სამი გოლი შეაგდეს. „მელიებს” ამ პერიოდში კიდევ ჰქონდათ საგოლე მომენტი. მაგრამ, დავუბრუნდეთ თამაშგარე მდგომარეობას. 78-ე წუთისთვის მერსისაიდელთა...
მანჩესტერელთა შეკვეცილი დღესასწაული
დღეს ბრიტანეთში შობას აღნიშნავენ და… ვერც აღნიშნავენ. „მანჩესტერ იუნაიტედმა”, მაგალითად, ვარჯიში დანიშნა, ტრადიციული საშობაო ზეიმი კი გაუქმებულია. ოლე გუნარ სულშერმა დილის ათის ნახევარზე, ქერინგტონის საწვრთნელ კომპლექსში შეკრება და საათანხევრიანი წვრთნა ბრძანა. 26 დეკემბერს, „ბოქსინგ დეიზე”, „იუნაიტედი” ლესტერში თამაშობს და ნორვეგიელი მწვრთნელი ამ შეხვედრისთვის შერჩეული სათამაშო გეგმის დამუშავებას აპირებს. რაც შეეხება კლუბის ზეიმს, რომელშიც ჩვეულებრივ ფეხბურთელების...
ან მოსვლა რა იყო ან წასვლა რა იქნება?
კატალონიურმა „სპორტმა” ჯერ ის გაიგო, რომ „ბარსელონას” პორტუგალიელ თავდამსხმელ ფრანსიშკუ ტრინკაუს რომელიღაც ინგლისური კლუბი ეპატიჟება, მეორე დღეს კი „გარდიანში” წაიკითხა, რომ ეს კლუბი „ლესტერი” ყოფილა. პრემიერლიგის მეხუთეადგილოსნის გეგმა ასეთია — ჯერ ორწლიანი იჯარა და შემდეგ, 50 მილიონ ევროდ გამოსყიდვა. რასაკვირველია, გამოსყიდვისთვის საჭიროა „მელიებს” 20 წლის ფორვარდი გამოადგეთ. ამ ცნობის წამკითხველ კაცს შეიძლება გაუკვირდეს: ან მოსვლა...
შმაიხელი: ლივერპულს პენალტი არ ეკუთვნოდა (VIDEO)
„ბოქსინგ დეიზე” „ლივერპულმა” „ლესტერს” სტუმრად 4:0 მოუგო. ანგარიში შთამბეჭდავია, „ლივერპული” კი ძლიერი, მაგრამ 71-ე წუთამდე (ანუ სანამ შეხვედრის დასრულებამდე 19 წუთი დარჩებოდა) მხოლოდ 1:0 იყო. თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაპარაკია იმ მომენტისთვის პრემიერშიფის ლიდერსა და მის უახლოეს მდევარზე. სხვა სიტყვებით, მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების იმედი ჯერ კიდევ უღვიოდათ. და სწორედ ამ დროს „ლესტერის” კარში დაინიშნა პენალტი, რომელმაც...
ნაგავი წვიმდა ლონდონში
„კრისტალ პალასის” ფანებმა სტუმრად ჩასული „ლესტერ სიტის” მეკარეს კასპერ შმაიხელს დაჭმუჭნული ქაღალდები დააყარეს. ეს ამბავი „სელჰარსტ პარკზე” მოხდა. ტრიბუნიდან გადმოყრილმა ნაგავმა დანიელი მეკარე თავიდან გაახალისა. მან მასპინძელ ფანებს გაუღიმა და ქაღალდი უკან გადაუგდო – ასე ვთქვათ ხუმრობაში აჰყვა – მაგრამ „პალასის” ქომაგები არ დაცხრნენ. ტრიბუნიდან მეტი და მეტი ნაგავი წამოვიდა, რამაც დიდი პიტერ შმაიხელის 32...
ჯერჯერობით არ ვარგა
მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემის” ბიჭებს გამოუცხადა, დაამტკიცეთ, რომ შარშანდელზე უკეთესი გუნდი ხართო. შარშან, უფრო სწორად კი გასულ სეზონში „სფურზი” პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ხუთი წელიწადია, რაც არგენტინელი მწვრთნელი ჩრდილო ლონდონში მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდს ჯერ არაფერი მოუგია, თუმცა მოგებას ვინ ჩივის, პოჩეტინოს ეჭვი აქვს, რომ ამ სეზონში მისმა გუნდმა შეიძლება წინაზე უარესი...
როცა 0:4 ჯობია
ფრენკ ლემპარდმა „ჩელსის“ მწვრთნელის რანგში პირველი ქულა მოიგო, მაგრამ თავს უარესად გრძნობს, ვიდრე პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 წაგების შემდეგ გრძნობდა. „სტემფორდ ბრიჯზე“, „ლესტერ სიტიმ“, ვილფრედ ნდიდის მიერ ლურსმანივით ჩაჭედებული თავურით გაქვითა მეისონ მაუნტის გახსნილი ანგარიში — 1:1. ლემპარდმა თქვა: „უცნაურია, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ გაცილებით უხასიათოდ ვარ, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაშის შემდეგ ვიყავი. არადა,...








