ლეიკერსი ბოსტონს გაუტოლდა

Home კატეგორიის გარეშე ლეიკერსი ბოსტონს გაუტოლდა
ლეიკერსი ბოსტონს გაუტოლდა
Lebron James Cleveland Cavaliers Champions Portrait Painting Greeting Card for Sale by Andres Ramosამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი დასრულებულია. ფინალის მეექვსე შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ 106:93 გადასძალა „მაიამი ჰიტი“ და ისტორიაში მეჩვიდმეტედ გახდა NBA-ს ტრიუმფატორი. აქედან პირველი ხუთი ჩემპიონობა გუნდმა მაშინ მოიპოვა, როცა მინეაპოლისში იყო ბაზირებული, 12-ჯერ კი უკვე ანგელოსთა ქალაქის სახელით იპირველა.
17 ტიტულით „ლეიკერსი“ არანაკლებ ლეგენდარულ “ბოსტონ სელტიქსს” გაუტოლდა.
ფლეი ოფის MVP-დ, ბუნებრივია, ლებრონ ჯეიმსი აღიარეს, რომელმაც გუნდური და პირადი თასები ჩაიბარა და საცეკვაო იმპროვიზირებული ნომერიც დადგა.
„მადლობა ყველას, ვისაც ბოლომდე სწამდა ჩვენი. პატივისცემას იმსახურებს კლუბის ხელმძღვანელობა, ყველა ჩემი თანაგუნდელი, თითოეული ქომაგი და ჯანდაბას, არ ვიქნები თავმდაბალი – მეც ვიმსახურებ,” – ბრძანა ბედნიერმა მეფემ.
NBA : les Los Angeles Lakers de LeBron James champions, la mémoire de Kobe Bryant honorée

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".