ალბათ რთული წარმოსადგენია, როდესაც ერთი გუნდის კალათბურთელი 74 ქულას აგროვებს და მისი გუნდი მატჩს მაინც აგებს.
ასეთებიც ხდება – NBA-ს გუნდის, „ინდიანა პეისერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა ჯო იანგმა ჩინეთის ჩემპიონატში წარმოუდგენელად შედეგიანი თამაში აჩვენა. „მანქი კინგსისა“ და „შალდუნ გოლდენ სტარსის“ შეხვედრაში 74 ქულას მოუყარა თავი. იანგმა 39 ორქულიანიდან 21 ჩააგდო, 11 სამქულიანიდან – 6, ხოლო 15 საჯარიმოდან ზუსტი 14 გამოუვიდა. ამასთან ერთად მოაგროვა 5 მოხსნა და 8 ჩაჭრა. ალბათ პასებსაც დააგროვებდა, მისი თანაგუნდელები უკეთ რომ გარჯილიყვნენ. არადა, ერთად აღებული ყველა თანაგუნდელზე ორჯერ მეტი ჩააგდო.
საბოლოოდ, იანგის გუნდი დამარცხდა – შეხვედრა „შალდუნმა“ 125:110 მოიგო და გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ჩენ პეიდუნი გახდა, რომელმაც სულ რაღაც 28 ქულას მოუყარა თავი.
74 ქულა მესამე მაჩვენებელი ჩინეთის კალათბურთის ისტორიაში…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
