„მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა, ბერძენმა იანის ანტეკოკუმბომ წინასწარ გაამხილა, თუ რა საზეიმო საღამოს მოწყობას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი NBA-ს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.
„ჯერ კიდევ COVID 19-ის გამოჩენამდე გუნდთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობას ვგეგმავდი, მიკონოსზე – წვეულებების კუნძულზე. იქ გოგოსთან ერთად ვერ წახვალ, რადგან ეს მოგზაურობა მარტო ბიჭებისთვის არის. გასაგებია, რომ საბერძნეთში არის სანტორინი, რომანტიული ადგილი, სადაც მსოფლიოში საუკეთესო აისი და დაისი იცის. აი, გოგონებთან ერთად იქ შეგიძლიათ გაემგზავროთ.
მიკენოსზე შარშანაც ვიყავი და ერიკ ბლედსოუ და ბრუკ ლოპესი მახლდა. საწყენი მხოლოდ ის ფაქტი იყო, რომ მთელი გუნდი ვერ წავედით. როდესაც ჩემპიონატს მოვიგებთ და თასი ხელთ გვექნება, მოვწევთ სიგარებს, ისევე როგორც მაიკლ ჯორდანი. ამ ყველაფერს კი მიკენოსზე გავაკეთებთ“, – ასეთ რეკლამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას ბერძენი კალათბურთელი.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
