„მილუოკი ბაქსი“ „ჩიკაგო ბულსს“ ესტუმრა და 112:100 დაამარცხა. გასახარია, რომ სანდრო მამუკელაშვილი პარკეტს ხანგრძლივი დროით დაუბრუნდა. ჩვენებურმა პარკეტზე 20.35 წუთი გაატარა, რაც მილუოკელთა ლიდერის, იანის ანტეკოკუმბოს ტრავმით უნდა იყოს გამოწვეული – ბერძენმა კალათბურთელმა მოედანზე სულ 9 წუთი დაჰყო. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებურმა ეს დრო კარგად გამოიყენა. იყო დადებითი და უარყოფითი მომენტებიც: 2 ქულა და ორივე…
„მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა, ბერძენმა იანის ანტეკოკუმბომ წინასწარ გაამხილა, თუ რა საზეიმო საღამოს მოწყობას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი NBA-ს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. „ჯერ კიდევ COVID 19-ის გამოჩენამდე გუნდთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობას ვგეგმავდი, მიკონოსზე – წვეულებების კუნძულზე. იქ გოგოსთან ერთად ვერ წახვალ, რადგან ეს მოგზაურობა მარტო ბიჭებისთვის არის. გასაგებია, რომ საბერძნეთში არის სანტორინი, რომანტიული ადგილი,…
ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კომისარმა ადამ სილვერმა ლიგის მმართველ საბჭოსთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა. მონაწილენი ოპტიმისტურად არიან განწყობილი NBA-ს სეზონის განახლებისთვის. ყველაფერი იქით მიდის, რომ მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგა წლეულს მაინც ჩამთავრდება. ლიგის ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილებისკენ იხრება მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტი, „ოკლაჰომა სითის“ გამთამაშებელი კრის პოლი. მის გარდა პროფკავშირებში ლიგის ბევრი ვარსკვლავია, რომლებიც ერთხმად უჭერენ მხარს სეზონის განახლებას….
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes