ნიკოლა, მოსისხლე მტრის ბანაკიდან…

Home კატეგორიის გარეშე ნიკოლა, მოსისხლე მტრის ბანაკიდან…
ნიკოლა, მოსისხლე მტრის ბანაკიდან…

„ბარსელონა“ აღარ ხუმრობს. კატალონიელებმა საკალათბურთო გუნდში კორი ჰიგინსი ხომ მიიყვანეს, პოუ გასოლის დაბრუნებაზეც სერიოზულად დაფიქრდნენ და აგერ, NBA-ს ვარსკვლავი ნიკოლა მიროტიჩიც გადაიბირეს.

მიროტიჩის ევროპაში დაბრუნება „ბლაუგრანას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო. ესპანეთის ნაკრების მძიმე ფორვარდმა ერთ დროს მოსისხლე მტერთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 2008-2014 წლებში მიროტიჩი ხომ მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.

„სამეფო კლუბში“ თამაშისას ნიკოლამ ესპანეთის ჩემპიონობა ორჯერ, თასისა და სუპერთასის მოგება იზეიმა. მიღებული აქვს ლიგა ენდესას MVP-სა და ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოები.

NBA-ში მიროტიჩმა ფეხი ვერ მოიკიდა, სეზონი „ნიუ ორლეანსში“ დაიწყო და „მილოუკიში“ დაამთავრა. რეგულარულ გათამაშებაში ის საშუალოდ 12.3 ქულას და 5.9 მოხსნას აგროვებდა.

„ბარსა“ კალათბურთელს 8 ივლისს წარადგენს, მანამდე კი ეგებ მიროტიჩის ყოფილი თანაგუნდელის პოუ გასოლის დაბრუნებაც გააოფიციალუროს.