ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძისთვის მოვლენები საინტერესოდ მიმდინარეობს…
სამკვირიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა „ორლანდო მეჯიქის“ ძირითადი ცენტრი ვენდელ კარტერი და, თითქოს, ჩვენებურსაც სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაენაცვლა. თუმცა, ამჯერად განაცხადში არ იყო პაულო ბანკერო და მწვრთნელმაც კარტერ-ბითაძის წყვილის ერთად დაყენება გადაწყვიტა. არც შემცდარა – ორლანდოელებმა ბოლო 11 მატჩიდან მე-10 შეხვედრა მოიგეს და ამჯერად „ჩიკაგო“ 133:119 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ ამ 11 მატჩში სასტარტოში ბითაძე იდგა. ბითაძე მოგებულ მატჩში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო და მეხუთე ორმაგი დუბლიც მიითვალა: გოგამ ოთხიდან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ოთხი საჯარიმოდან მიზანს სამმა უწია.
25 წუთში ქართველს 11 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება ჰქონდა, ხოლო პლუს-მაჩვენებელი (+21) გუნდში ყველაზე მაღალი. 20 მატჩის შემდეგ ორლანდოს 13-7 ბალანსი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 30 ნოემბერს, სტუმრად, „ბრუკლინ ნეტსთან“ გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
