„ინდიანა პეისერსი“ „სან ანტონიოს“ ესტუმრა და 119:108 დაამარცხა. რიკ კარლაილის გუნდმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ იმარჯვა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა საკუთარი წვლილი შეიტანა. ბითაძე სათადარიგო იყო. ჩვენებურმა პარკეტზე 20:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოინაგრა. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი, არაზუსტად...
ჭდე: ინდიანა
ასიანი გოგა
20 ქულა და ასპროცენტიანი სროლის მაჩვენებელი – ასეთი შედეგი დააფიქსირა „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ მატჩში, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 123:133 წააგეს. ბითაძის საუკეთესო მაჩვენებელი აქამდე 17 ქულა იყო, ახლა 20 ქულაა, რომელიც ჩვენებურმა 23 წუთში მოინაგრა. ბითაძეს სროლა არ გაუცუდებია: ოთხივე ორქულიანი, სამივე სამქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურმა 20 ქულასთან ერთად 6...
მამუკელაშვილმა ბითაძეს მოუგო, ბითაძემ მამუკელაშვილს აჯობა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართული დერბი შედგა – სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ შინ გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსს“ დაუხვდა და 128:119 მოუგო. საბოლოოდ „მილუოკი“ თუ უკეთესი იყო, ქართველ კალათბურთელთა დუელი ბითაძემ მოიგო. გოგა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25.14 წუთში გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა. ბითაძემ ექვსიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი გააცუდა, 8-დან...
სანდრო ჯადოქრების სამყაროში
არის! სანდრო მამუკელაშვილმა საწადელს უწია და კალათბურთის ჯადოქრების სამყაროს – NBA-ის ბინადარი გახდა. გამთენიისას დასრულებულ დრაფტთან დაკავშირებული პროგნოზები სრულად ახდა. ქართველი მძიმე ფორვარდი გოგა ბითაძის „ინდიანამ“ მეორე წრის 24-ე ნომრად (ჯამურად 54-ე) აირჩია, მაგრამ ქართული დუეტის ხილვა ერთ გუნდში წინასწარ იყო გამორიცხული. ეს არჩევანი „ინდიანასა“ და მოქმედ ჩემპიონ „მილუოკის“ შორის რამდენიმესვლიანი გარიგების ნაწილი იყო. „ინდიანამ“...
ბითაძე კონფლიქტით დაბრუნდა
ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე სათამაშო მოედანზე საკრამენტოსთან მატჩში დაბრუნდა და მწვრთნელის ასისტენტთან კონფლიქტი თამაშის დროს მოუვიდა. ერთ-ერთი ეპიზოდისას ფოსტერმა ქართველი კალათბურთელს შენიშვნა მისცა, გოგამ საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო და მწვრთნელს შეურაცხმყოფელად მიმართა – sit the f*** down. როგორც კი თამაში გაჩერდა, ფოსტერმა გოგასკენ გაიწია, მაგრამ ქართველ ცენტრს თანაგუნდელებმა განარიდეს. რაც შეეხება საკრამენტოსთან მატჩს...
ბითაძე სასტარტოში გამოჩნდა
გოგა ბითაძეს „ინდიანაში“ შანსი მიეცა და ქართველმა ცენტრმა სრულად ისარგებლა მწვრთნელის ნდობით. „სან ანტონიოსთან“ (94:109) დომანტას საბონისის გარეშე დარჩენილი გუნდის სასტარტოში დაყენებულ ბითაძეს სარეკორდო 23 წუთი მისცეს. ქულების მხრივ ქართველი დიდად არ გამორჩეულა და სულ 7 მიითვალა. სამაგიეროდ, თავდაუზოგავად იბრძოდა ფარზე და ბურთი ერთბაშად 9-ჯერ მოხსნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, გოგამ უკვე მეორედ გაახერხა ერთ შეხვედრაში 5...
ჰარდენმა კიბო აღმოუჩინა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ბრუკლინ ნეთსის“ 26 წლის მცველი კარის ლევერტი სეზონს ოპტიმისტურად შეხვდა. თავადაც დიდებულ ფორმაში იყო, გუნდს რეაბილიტაციის შემდეგ კევინ დურანტი დაუბრუნდა და 2003 წლის შემდეგ პირველად ფინალში გასვლას გეგმავდნენ. „ნეთსის“ გეგმები კიდევ უფრო რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმესაფეხურიანი გაცვლის შემდეგ ჯეიმს ჰარდენის დამატება გადაწყდა. ამ გაცვლების მონაწილე გახდა კარის ლევერტიც, რომელიც „ინდიანაში“...
ბითაძე მოედანს დაუბრუნდა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამ დილით მოედანს დაუბრუნდა გოგა ბითაძე. ჩვენებურის „ინდიანა“ კალიფორნიაში „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ესტუმრა და 96:129 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 15.35 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოასწრო. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. „ინდიანას“ 8 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში...
ჰარდენი ყველაფერში გაცვალეს
დიდი გაცვლა-გამოცვლა გაიჩარხა NBA-ში და ყველაზე მოგებული „ჰიუსტონ როკეტსი“ დარჩა. თუმცა, უფრო სამომავლოდ, რადგან გუნდმა ჯეიმს ჰარდენი გაუშვა და წლეულს ამბიციაც მოაკლდა. სამაგიეროდ, სამომავლოდ თითქმის ყველაფერი მიიღო… „ჰარდენის საქმით“ უკმაყოფილება მარტო„ფილადელფიამ“ გამოთქვა, რომლის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მათი მოლაპარაკებებში მონაწილეობა მოჩვენებითი იყო, რათა „ბრუკლინ ნეთს“ უფრო გამოსადეგი წინადადება მიეღო. ფილადელფიელთა შეფასებით, „ჰიუსტონს“ ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი ჰარდენის...
ბითაძემ ლებრონს დაუფარა
NBA-ს განახლებულ რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძე მეორედ გამოჩნდა მოედანზე და ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მიითვალა – ქართული კალათბურთის იმედმა თვით ლებრონ ჯეიმსს დაუფარა. „ინდიანამ“ 116:111 რომ დაამარცხა ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი „ლეიკერსი“, ამაში წილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო, რომელმაც ხსენებულ დაფარებას 12 წუთში შვიდი ქულა, ორი მოხსნა და ერთი ჩაჭრაც მიაყოლა. გოგამ ორიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ასევე ორჯერ...









