ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე სათამაშო მოედანზე საკრამენტოსთან მატჩში დაბრუნდა და მწვრთნელის ასისტენტთან კონფლიქტი თამაშის დროს მოუვიდა.
ერთ-ერთი ეპიზოდისას ფოსტერმა ქართველი კალათბურთელს შენიშვნა მისცა, გოგამ საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო და მწვრთნელს შეურაცხმყოფელად მიმართა – sit the f*** down.
როგორც კი თამაში გაჩერდა, ფოსტერმა გოგასკენ გაიწია, მაგრამ ქართველ ცენტრს თანაგუნდელებმა განარიდეს.
რაც შეეხება საკრამენტოსთან მატჩს ინდიანამ 93:104 წააგო. ჩვენებურმა 20 წუთი დაჰყო პარკეტზე და ამ დროში ხუთი ქულა, ექვსი მოხსნა, ორი პასი და ორი დაფარება დააგროვა.
ინდიანა 30 მოგებითა და 35 მარცხით მეცხრე ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს კი, შინ, ატლანტა ჰოუკსთან ჩაატარებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
