ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე საქართველოს დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაო მედალი ირგუნა.
ჩვენებურმა საწყის რაუნდში ფილიპინელ კეისეი ნაკანოს დამაჯერებლად მოუგო, რომელსაც აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვი მიაყოლა, მეოთხედფინალში კი, რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსთან გაუჭირდა და დამატებითი დროში სძლია. ნახევარფინალში ტატალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ხაჟალიევი იყო, რომელმაც ქართველი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა.
ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელარუს ვაძიმ შოკას დამატებით დროში იპონით აჯობა და ბრინჯაოს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
