სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ კალიფორნიაში რჩება. კანადური გუნდი ამჯერად „გოლდენ სტეიტს“ გაეჯიბრა და 145:127 აჯობა. ქართველი კალათბურთელი „რეპტილიებს“ გამარჯვებაში ორმაგი დუბლით წაეხმარა. მამუმ პარკეტზე 25.39 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. პასივში მხოლოდ ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი „ტორონტომ“ მეტოქეზე სამი ქულით მეტი...
ჭდე: საკრამენტო
ბითაძე კონფლიქტით დაბრუნდა
ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე სათამაშო მოედანზე საკრამენტოსთან მატჩში დაბრუნდა და მწვრთნელის ასისტენტთან კონფლიქტი თამაშის დროს მოუვიდა. ერთ-ერთი ეპიზოდისას ფოსტერმა ქართველი კალათბურთელს შენიშვნა მისცა, გოგამ საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო და მწვრთნელს შეურაცხმყოფელად მიმართა – sit the f*** down. როგორც კი თამაში გაჩერდა, ფოსტერმა გოგასკენ გაიწია, მაგრამ ქართველ ცენტრს თანაგუნდელებმა განარიდეს. რაც შეეხება საკრამენტოსთან მატჩს...
12-წუთიანი სიგიჟე
დღეს დილით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „საკრამენტო კინგსი“ შინ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ და 120:134 წააგო. სრული სიგიჟე იყო პირველ მეოთხედში, სადაც გუნდებმა 82 ქულა ჩააგდეს. საბოლოოდ მატჩში წაგებულმა „მეფეებმა“ 12-წუთიანი მონაკვეთი 43:39 მოიგეს. ეს არ არის რეკორდი საწყის მეოთხედში დაფიქსირებული ქულებით, უფრო მეტიც ჩაუგდიათ, მაგრამ ასეთი შედეგიანობა, ძალიან იშვიათი ფაქტია. მით უფრო, თუ დარჩენილ პერიოდებში ჩაგდებულ ქულებს...


