ესეც პირველი ორმაგი. NBA-ს წლევანდელი სეზონის მესამე მატჩში ბითაძემ 14 ქულა და 15 მოხსნა მოინაგრა, ხოლო „ინდიანა პეისერსმა“ შინ „დეტროიტ პისტონსი“ 124:115 დაამარცხა. ბითაძემ პარკეტზე 25.23 წუთი გაატარა. ჩვენებურმა სამწამიანი ზონიდან 6-ჯერ შეუტია ფარს და ყველა ჩააგდო, ხოლო სამქულიანი სამჯერ ისროლა და ერთხელ იხეირა.
გოგა ოთხჯერ საჯარიმო ხაზზე დადგა და საიდანაც ერთი გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ გოგამ 8 მოხსნა მეტოქის ფარზე გაახერხა. გოგამ თავი 4 პასით და თითო ჩაჭრა-დაფარებით გამოიჩინა. ჩვენებურის პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა და სამი პერსონალური ჯარიმაა.
სამი მატჩის შემდეგ „პეისერსს“ 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, შემდეგ შეხვედრას კი, 25 ოქტომბერს, „ფილადელფიასთან“ გამართავს.
2.14 წუთი დაჰყო მოედანზე სანდრო მამუკელაშვილმა, „მილუოკი ბაქსმა“ კი, შინ 125:105 ჰიუსტონს მოუგო. მწვრთნელმა მამუკელაშვილი მოედანზე მაშინ შეუშვა, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ჩვენებურმა ამ მოკლე დროში მხოლოდ ერთხელ ბურთის დაკარგვა მოასწრო. „მილუოკელებს“ ორიდან ორი მოგება აქვთ. მომდევნო მატჩი კი, 27 ოქტომბერს „ბრუკლინ ნეთსთან“ აქვს.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
