AS: „მის სასარგებლოდ არაფერმა იმუშავა. ბოლოსკენ სასოწარკვეთილი ჩანდა, მაგრამ ცდა არ დაუკლია“. ეს სიტყვები გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ დაწერა, რომლის „ვილიარეალმა“ „ბეტისთან“ შინ 1:2 წააგო. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ხუთი ტურის შემდეგ ორად ორი ქულით მე-18 ადგილზეა. „სანამ 1:0-ს ვიგებდით ყველაფერი სცენარის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ როგორც კი გოლი გავუშვით ჩვენი თამაში გაფუჭდა. იმედგაცრუებული ვარ....
ჭდე: ბეტისი
ჟორჟმა კარგად დაიწყო და ჩაქრა
AS: „მან ბრწყინვალედ შეიგდო ბურთი საჯარიმოში, მაგრამ გამჭოლი გადაცემა კარგად ვეღარ შეასრულა. მოგვიანებით ალფონსო პედრასას პასს მშვენიერი დარტყმა მიაყოლა, თუმცა ამ ეპიზოდში ალვარო ვალესმა აუღო. რაც დრო გადიოდა მისი თამაში უფერულდებოდა’’. ეს სიტყვები გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძეზე დაწერა. ქართველი თავდამსხმელის „ვილიარეალმა’’ „ბეტისთან’’ 0:2 წააგო. სევილიელებისთვის ეს გამარჯვება შინ ბოლო ექვს შეხვედრაში მეორე იყო. მისი...
ბეტისმა და კომომ ჩხუბში ივარჯიშეს
ესპანური „ბეტისი’’ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში იტალიურ „კომოს’’ დაუპირისპირდა, მაგრამ სიტყვა დაპირისპირება სპორტის ფარგლებს გასცდა და მუშტიკრივში გადაიზარდა. ჯგუფურ ჩხუბში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. შესვენებისას „კომო’’ იგებდა 2:0-ს. გოლები გაიტანეს „ბეტისის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა ასანე დიაომ და ლუკას დე კუნიამ. ჩხუბის მიზეზი კი პაბლო ფორნალსისა და მასიმო პერონეს ძიძგილაობა გახდა. იყო კომიკური მომენტიც, როდესაც „ბეტისის’’ ფეხბურთელი...
როკენCole მუდრიკის გარეშე
„ჩელსიმ’’ „ბეტისს’’ კონფერენციის ლიგის ფინალში 4:1 მოუგო და ჯილდო აღმართა. თავიდან „ბეტისი’’ იგებდა, მაგრამ კოულ პალმერმა ორი საგოლე პასით ლონდონელები გამარჯვების ტალღაზე მომართა: გოლები ენცო ფერნანდესმა და ნიკოლას ჯექსონმა გაიტანეს. შემდეგ კი ჯეიდონ სანჩომ და მოისეს კაისედომ თითო დაამატეს. პალმერის გამორჩეული წვლილი „სანმა’’ გამორჩევით დააფასა და ლონდონელთა გამარჯვებისადმი მიძღვნილ წერილს „როკენ კოლი’’ დაარქვა. ამრიგად, „ჩელსიმ’’...
ვალენსიამ მოიგო, დურო ისტორიაში შევიდა
ოქტომბრის წყალდიდობით განადგურებულმა ვალენსიამ შოკი გადალახა, ფეხბურთისთვის მოიცალა. ლა ლიგის ორი ტურის გამოტოვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის გუნდმა „რეალ ბეტისს’’ უმასპინძლა და შთამბეჭდავად მოუგო 4:2. გიორგის ორ გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. ქართველმა მეკარემ რამდენჯერმე იხსნა კიდეც „ღამურები’’, თუმცა მეორე ტაიმში, როდესაც სტუმრებმა გამწარებით შეუტიეს იყო ორ-სამ წუთიანი მონაკვეთი, როდესაც ერთხელ გამოსვლაზე შეცდა (მცველმა დააზღვია) და...
ვალენსიამ ცუდად ითამაშა, მაგრამ ბარახას გული არ გაუტეხავს
„ვალენსიამ” ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოპოვებაში კონკურენტ „ბეტისთან” ქულები დაკარგა — შინ 1:2 წააგო. მეტოქემ „ღამურებს” აჯობა. ამ შეხვედრაში მასპინძლების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა კარის დაცვა ვერ შეძლო. მართალია გაშვებული გოლები მისი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ შედეგი სამწუხარო გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგის 12 მატჩში აქვს კარი „მშრალად” შენახული და წინ კიდევ 6 ტურია. მატჩის...
მამარდას ვალენსიამ ბეტისთან ვერაფერი გააწყო
„ვალენსიას” მწვრთნელი რუბენ ბარახა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თავის მართლებას არ შეუდგა და სევილიაში, „ბენიტო ვილიამარინზე”, „ბეტისთან” 0:3 დამარცხებისთვის თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა. მან თქვა, რომ მოთამაშეებს ბრძოლის ჟინი და კონცენტრაცია აკლდათ. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ სამიდან ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ გავიდა, რაც მისი აზრით დაუშვებელია, რადგან მისი რამდენიმე ფეხბურთელი 185 სანტიმეტრზე მაღალია… — რასაკვირველია, თავი ბევრი...
ესპანეთის სუპერთასის ფინალში ელ კლასიკო იქნება
„ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში ოცდამეხუთედ ითამაშებს — ეს რეკორდია. მან ნახევარფინალში „მეფე ფაჰდის საერთაშორისო სტადიონზე” „ბეტისს” პენალტების სერიაში მოუგო, თუმცა მანამდე VAR-მა ორი გოლი არ ჩაუთვალა. სუპერთასის ცამეტგზის გამარჯვებულმა პედრისა და გავის ახალგაზრდული წყვილის გამოისობით თავიდანვე სწრაფი ფეხბურთი გააჩაღა. სწორედ პედრი იყო ის მოთამაშე, რომელმაც 23-ე წუთზე „ბეტისის” კარში პირველი გოლი შეაგდო, მაგრამ საქმეში VAR...
ბეტისის მხარდაჭერა ქართველ და უკრაინელ ბავშვებს
ესპანური საფეხბურთო კლუბის „ბეტისის“ თბილისის საფეხბურთო აკადემია იწყებს „ბეტისის თასის“ გათათამაშებას, რომელიც უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად გაიმართება. „ბეტისის თასის“ მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას. აღნიშნული აქტივობა წაახალისებს ქართველი და უკრაინელი, ასევე სხვა ეთნიკური წარმომავლობის სკოლის მოსწავლეთა დამეგობრებას. თასის მიმდინარეობისას „ბეტისის“ თბილისის აკადემიისა და ესპანელი კოლეგების მიერ ერთობლივად მოხდება მოზარდებზე დაკვირვება და გამორჩეულ და...
ლევანდოვსკის მინუს 3
„ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, პრიმერაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის შეჯიბრების გამართვის კომიტეტმა, პოლონელის მიერ მსაჯისათვის ნაჩვენები უხამსი ჟესტის გამო. საქმე ის არის, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ (2:1), 38-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გასვლისას მსაჯს უხამსი ჟესტი უჩვენა. პოლონელი თავის გუნდს ვერ...









