ბეტისის მხარდაჭერა ქართველ და უკრაინელ ბავშვებს

Home აქეთურ-იქითური ბეტისის მხარდაჭერა ქართველ და უკრაინელ ბავშვებს
ბეტისის მხარდაჭერა ქართველ და უკრაინელ ბავშვებს

No description available.ესპანური საფეხბურთო კლუბის „ბეტისის“ თბილისის საფეხბურთო აკადემია იწყებს „ბეტისის თასის“ გათათამაშებას, რომელიც უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად გაიმართება.

„ბეტისის თასის“ მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას. აღნიშნული აქტივობა წაახალისებს ქართველი და უკრაინელი, ასევე სხვა ეთნიკური წარმომავლობის სკოლის მოსწავლეთა დამეგობრებას.

თასის მიმდინარეობისას „ბეტისის“ თბილისის აკადემიისა და ესპანელი კოლეგების მიერ ერთობლივად მოხდება მოზარდებზე დაკვირვება და გამორჩეულ და პროფესიონალური ფეხბურთით დაინტერესებულ ბავშვებს მიეცემათ საშუალება გაიარონ შეკრება აკადემიის ბაზაზე და სამომავლოდ გაემგზავრნონ ესპანეთში.

ამასთან ვიწვევთ პარტნიორ და სპონსორ ორგანიზაციებს, რომელთაც საშუალება მიეცემათ, რომ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს ევროპის ქვეყნებში, ასევე ესპანეთის საფეხბურთო კლუბის „ბეტისის“ ბავშვთა აკადემიების მსოფლიო ქსელში, ასევე აქტივობის შესაბამისად წახალისდებიან უკრაინელი მოზარდები სამახსოვრო საჩუქრებითა და პრიზებით. გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია მისამართზე – https://www.facebook.com/BetisAcademyTbilisi

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...