ამ უქმეებზე, ნუცუბიძის მე-3 მიკრო-რაიონში, მე-4 კვარტალში მდებარე სპორტულ მოედანზე გაიმართა ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საუბნო საფეხბურთო ტურნირი – „ბეგის თასი 2026“.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უბნის მოზარდმა ფეხბურთელებმა. ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი და სამახსოვრო პრიზი. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაჩი კალმახელიძე დასახელდა , საუკეთესო ნახევარმცველად – ლუკა ოკუჯავა, საუკეთესო მცველად – დანიელ შევარდნაძე, ბომბარდირი გახდა – გაბრიელ ჩუხუა, საუკეთესო მოთამაშე – დადუ ლობჟანიძე.
აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური თასები და სამახსოვრო საჩუქრები. ოქროს თასს დაეუფლა ს.კ. „მესამე პლატო“ (მწვრთნელი თორნიკე კოხრეიძე, მწვრთნელის ასისტენტი არჩილ წიქარიძე) აღნიშნული აქტივობის მთავარი მიზანი საუბნო ფეხბურთის განვითარება-პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოზარდებში.
ტურნირი ჩატარდა ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „ჩემი საქართველო“ და საფეხბურთო კლუბის „მესამე პლატო“ ორგანიზებით.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
