ჭდე: ბეტისი

Home ბეტისი
AS: მამარდა ლა ლიგის სამ საუკეთესოს შორისაა
ჩანაწერი

AS: მამარდა ლა ლიგის სამ საუკეთესოს შორისაა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ბეტისს” შინ 3:0 მოუგო და ახლა 31 დეკემბრამდე ისვენებს. ოცდათერთმეტში, საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე „ღამურები” „ვილიარეალს” სტუმრობენ. AS ყოველი მატჩის შემდეგ მოკლედ აფასებს ფეხბურთელებს. მადრიდულმა გაზეთმა ქართველი მეკარის შესახებ დაწერა: „მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა ძლევამოსილი ხელი გაშალა და პირველ ტაიმში „ბეტისს” დაწინაურების საშუალება არ მისცა. ქართველი განაგრძობს...

დღეს მამარდა ბეტისს ხვდება
ჩანაწერი

დღეს მამარდა ბეტისს ხვდება

დღეს „ვალენსია” ბეტისს მასპინძლობს. „ღამურები” კვლავ ურუგვაელი ედინსონ კავანის გარეშე იქნებიან, მაგრამ ჯენარო გატუზოს ქვეშევრდომებმა ასეთი დანაკლისითაც უნდა სცადონ გამარჯვება — მათ ბოლო ხუთ ტურში, 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რაც შეეხება ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, ის უალტერნატივოა და რასაკვირველია ძირითად შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება „ბეტისს”, მან ბოლო ტურში, შინ,...

ბელერინის პრობლემები
ჩანაწერი

ბელერინის პრობლემები

ექტორ ბელერინს „არსენალიდან” წასვლა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით იძულებულია ლონდონში ივარჯიშოს. 27 წლის მცველმა გასული სეზონი ესპანურ „ბეტისში” გაატარა, სადაც „სამეფო თასი” მოიგო. მას უნდა სევილიის კლუბში იჯარით კი არ იყოს, არამედ საფუძვლიანად გადაბარგდეს; ლა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში ცრემლებადაც დაიღვარა, რადგან განშორებას განიცდიდა. პრობლემა ის არის, რომ „ბეტისს”, რომელსაც ცნობილი ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი უდგას...

გიორგიმ სამი გაუშვა, მაგრამ…
ჩანაწერი

გიორგიმ სამი გაუშვა, მაგრამ…

„ბეტისმა” „ვალენსიას” სტუმრად მოუგო 3:0. ეს იყო იმ ორი გუნდის შეხვედრა, რომელთაც 23 აპრილს ესპანეთის „სამეფო თასის” ფინალში ითამაშეს და 0:0-ის შემდეგ შეხვედრის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა: თასი „ბეტისმა” აღმართა. მანვე გაიმარჯვა გუშინდელ შეხვედრაშიც, მაგრამ თამაშის სურათი სხვა იყო: ჩანდა, რომ სტუმრებს მოგება უნდოდათ, ხოლო „ვალენსიასთვის” მოგებას და წაგებას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. დავაზუსტოთ: სევილიელებს...

დღეს: ვალენსია vs ბეტისი
ჩანაწერი

დღეს: ვალენსია vs ბეტისი

დღეს „მესტალიაზე” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბეტისს” მასპინძლობს, რომელთანაც 23 აპრილს „სამეფო თასის” ფინალი წააგო. სევილიელთა თავკაცი, ცნობილი ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ამბობს, რომ მართალია დღევანდელი შეხვედრა თასის ფინალი აღარ არის, მაგრამ ის თავისი გუნდის თამაშის სტილს არ შეცვლის. ჩილელი სპეციალისტის აზრით გუნდებს სრულიად განსხვავებული სათამაშო მანერა აქვთ და ფეხბურთის თვალსაზრისით ეს ძალიან შესამჩნევია. ეს განსხვავება...

რეალ ბეტისის თბილისის საფეხბურთო აკადემიაში მოზარდთა რეგისტრაცია დაიწყო
ჩანაწერი

რეალ ბეტისის თბილისის საფეხბურთო აკადემიაში მოზარდთა რეგისტრაცია დაიწყო

ესპანური საფეხბურთო კლუბი „რეალ ბეტისი“ საქართველოში  საფეხბურთო აკადემიას (Betis Academy Tbilisi) აფუძნებს, რომელიც განთავსდება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. „რეალ ბეტისის“ აკადემია ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. თანამშრომლობა ითვალისწინებს, ესპანური საფეხბურთო გამოცდილების დანერგვას, აკადემიის აღსაზრდელების  უმაღლეს დონეზე მომზადებას, მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებას და უცხოეთში გადამზადებას, ფეხბურთელების ესპანეთის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების...

სხვა თაობა თერთმეტი მეტრიდან
ჩანაწერი

სხვა თაობა თერთმეტი მეტრიდან

ფეხბურთში, პენალტების სერიაში, ასაკი და სტატუსი გადამწყვეტი არ არის. რთული ამოცანისთვის თავის გასართმევად ფსიქოლოგიური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია: სითამამე, საკუთარი თავის რწმენა, ცივსისხლიანობა და სხვა. პენალტები ვარსკვლავებსაც გაუცუდებიათ. აშშ-ში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, თერთმეტი მეტრიდან მიზანს ვერ მიაღწიეს იტალიელებმა ფრანკო ბარეზიმ და რობერტო ბაჯომ. თასების მფლობელთა თასის 1980 წლის ფინალში, „არსენალთან”, ვალენსიელთაგან თვით მარიო კემპესმა ვერ შეაგდო,...

ბურთი და თასი ზეცაში
ჩანაწერი

ბურთი და თასი ზეცაში

„რეალ ბეტისმა” „ვალენსიას” პენალტებით მოუგო და ესპანეთის სამეფო თასს დაეუფლა. ქალაქ სევილიის გუნდმა ეს ჯილდო ისტორიაში მესამედ აღმართა  — ფინალიც სევილიაში, ოღონდ „ლა კარტუხას” სტადიონზე ჩატარდა. მატჩის შემდეგ ბედნიერმა ვეტერანმა, 40 წლის ხოაკინმა ზეცისკენ აღმართა თასი. როგორც AS წერს, ეს სწორედ ის ზეცა იყო, რომელსაც იუნუს მუსამ „ღამურების” მეოთხე პენალტი დაუმიზნა. პრესტიჟული ესპანური გამოცემა იმასაც...

სამეფო თასის ფინალი: ორი სტილის ბრძოლა
ჩანაწერი

სამეფო თასის ფინალი: ორი სტილის ბრძოლა

დღეს, შუაღამისას ესპანეთის „სამეფო თასის” ფინალია: ერთმანეთს ორი განსხვავებული სტილის გუნდი, „ბეტისი” და გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შეხვდება. „ბეტისს” ბურთის კონტროლი და ინიციატივა უყვარს, რასაც ხოსე ბორდალასი ალბათ პრესინგს, სისწრაფეს, ზონაში შეგდებულ პასებს, ბურთის მინიმალურად დაყოვნებასა და სიზუსტეს დაუპირისპირებს. superdeports აზრით, დღევანდელი მეტოქე განსხვავდება იმ გუნდებისგან, რომელთაც „ღამურები” ბოლო პერიოდში შეხვდნენ. „კადისი”, „რაიო” და „ოსასუნა” ცდილობდნენ...

ბარსელონა უბურთოდ
ჩანაწერი

ბარსელონა უბურთოდ

„სოსიედადი“ – „ბარსელონა“ 0:1. კატალონიელებმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით მოიგეს. 2006 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ესპანურ ლა ლიგაში „ბარსელონას“ ბურთის ფლობა 50 პროცენტზე ნაკლები ჰქონდა – 44,3 %. 16 წლის წინ „ბეტისთან“ ჰქონდათ 44 %. აბა, 2008 წელს პეპ გვარდიოლა მივიდა და „ბარსა“ ბურთს უმალავდა მეტოქეებს. ალბათ, არაესპანურ გუნდებთანაც იშვიათად იქნება შემთხვევა, როცა ბარსელონელებს მეტოქეზე...