ხვალ სევილიაში, „ლა კარტუხაზე”, ესპანეთის სამეფო თასის ფინალია, „ბეტისი” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში „ღამურების” მწვრთნელი ხოსე ბორდალასი გახდება პირველი ვალენსიელი (მისი მშობლიური ქალაქი ალიკანტე ვალენსიას ავტონომიურ თემშია) ვინც გუნდს ამ ტიტულს მოაგებინებს. სულ „ჩეებს” ესპანეთის სამეფო თასი ცხრაჯერ აქვთ აღმართული. კითხვაზე, არის თუ არა მისი მომავალი დამოკიდებული 23 აპრილის ფინალის შედეგზე, ბორდალასი პასუხობს:...
ჭდე: ბეტისი
რატომ არ იდგა მამარდაშვილი კარში?
სილესენი კარში რატომ დააყენეთ, ამით ფინალის წინ მამარდაშვილი დაიცავით? — ჰკითხეს „ვილიარეალთან” 0:2 წაგების შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელ ხოსე ბორდალასს. მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა: „ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ჩვენი სამივე მეკარე თავდაუზოგავად მუშაობს, ისინი მოტივირებულები არიან, მე კი კმაყოფილი ვარ. დღეს კარში ჯასპერის დაყენება გადავწყვიტე. ეს იყო თამაში, რომელშიც სილესენი გუნდში უნდა მოხვედრილიყო. შაბათის ამბავს...
ბელერინმა უკრაინის მხარდაჭერა და სხვების დავიწყება რასიზმიაო
„ბეტისის“ მცველს, წლობით „არსენალში“ თამაშით ცნობილ 27 წლის ექტორ ბელერინს უკრაინის ომზე ჰკითხეს. შეიძლება გულუბრყვილოდ გეჩვენოთ, მაგრამ კითხვა ასეთი იყო: რატომ მიიპყრო ამ კონფლიქტმა სხვა კონფლიქტებთან შედარებით მეტი ყურადღება? ინტერვიუს „მარკას“ დახმარებით La Media Inglesa იწერდა. ბელერინმა თქვა: „ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ჩვენთან ამ ომს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე სხვა ომებს. არ...
სხვა ატლეტიკო
„ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. „როხიბლანკოს” ჩემპიონობის იმედი უკვე გადაეწურა, ფაქტია, რომ მადრიდელები ტიტულს ვერ შეინარჩუნებენ, თუმცა წუხელ, სტუმრად „ბეტისის” 3:1 დამარცხება იმედისმომცემი გამოდგა. „ატლეტებისგან” გოლები გაიტანეს ჟოაო ფელიქსმა და თომას ლემარმა. ფელიქსმა ორი შეაგდო. „ბეტისის” გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, 45+5 წუთზე კრისტიან ტელომ გაიტანა...
სამეფო თასის ფინალში მამარდას მეტოქე ცნობილია
„რეალ ბეტისმა” დრამატულ შეხვედრაში, ბოლოწამს გაუთანაბრა „რაიო ვალეკანოს” და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” შეხვდება. მანუელ პელეგრინის გუნდს პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ უპირატესობა კინაღამ ქარს გაატანა. „ბეტისმა” მე-80 წუთზე გაუშვა გოლი. ის ბებემ შორეული ლამაზი დარტყმით შეაგდო. „რაიოს” ფეხბურთელმა 35 მეტრიდან უწია მიზანს. ყველა ელოდა, რომ თამაში დამატებით დროში...
ბეტისის ზღაპარი გრძელდება
„ბეტისმა“ „რეალ სოსიედადს“ სან სებასტიანში 4:0 მოუგო და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. ანგარიში მე-12 წუთზე ხუანმიმ გახსნა, 39-ზე კი ბელგიელ ადნან იანუზაის ეგონა, რომ გაქვითა, მაგრამ გოლი VAR-მა გაუუქმა. მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე, ხუანმიმ მეორეც შეაგდო. 83-ზე ამას მოჰყვა ვილიან ხოსეს გოლი თავისი ყოფილი გუნდის კარში — 3:0, ხოლო 89-ე წუთზე აიტორ რუიბალმა თამაშს...
ჩავის პირველი წაგება
„ბარსელონამ“ ახალი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით პირველი თამაში წააგო. „ბლაუგრანამ“ ეს მარცხი შინ, „კამპ ნოუზე“, „რეალ ბეტისისგან“ იწვნია. შეხვედრის ერთადერთი გოლი ხუანმიმ გაიტანა. ეს გახლდათ ხუანმის მე-11 გოლი ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 16 მატჩში. ამ შეხვედრაში ხუანმიმ უფრო ადრე, 79-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, თამაშგარე მდგომარეობა არისო. „კამპ ნოუზე“ გამარჯვებამ „ბეტისი“ დროებით მესამე ადგილზე აღაზევა....
დაცვას მიხედე, ბორდალასო, დაცვას!
ვალენსიას“ კარს „ბეტისთანაც“ ჯასპერ სილესენი იცავდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თუმცა, ვინ იდგება „ღამურების“ კარში, ქართველი გულშემატკივრისთვის არის მნიშვნელოვანი, ზოგადად კი „ვალენსიას“ კრიზისის პერიოდი უდგას — აგერ უკვე შვიდი თამაშია არ მოუგია (ბოლოს 12 სექტემბერს, პამპლონაში გაიმარჯვა „ოსასუნასთან“ 4:1. იმ მატჩში გუნდის კარს ქართველი გოლკიპერი იცავდა), არადა წინ „ვილიარეალთან“, „ატლეტიკოსთან“ და „რეალ სოსიედადთან“ ელით...
დაღლილმა რეალმა ქულები დაკარგა
„რეალს” დაღლილობა ეტყობოდა. ზინედინ ზიდანის უილაჯო გუნდმა „ბეტისთან” 0:0 ითამაშა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. მისი კონკურენტები, „ატლეტიკო” და „ბარსელონა” დღეს ხვდებიან „ბილბაოსა” და „ვილიარეალს”. ორივე სტუმრად თამაშობს. აქვე დავძინოთ, რომ 8 მაისს, „ატლეტიკო” „ბარსელონას” სტუმრობს. ამწუთას, „რეალი” მეორეზეა, „ატლეტიკოზე” ორი ქულით ნაკლები და ერთი თამაშით მეტი აქვს. ის სამი ქულით უსწრებს მესამე...
ფატი გაჩერდა
„ბარსელონამ“ „ბეტისი“ 5:2 კი დაამარცხა, მაგრამ დაკარგა ანსუ ფატი, რომელიც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა და სულ უფრო უკეთ და უკეთ თამასობს. ფატიმ „ბეტისთან“ მარცხენა მუხლის მენისკი დაიზიანა და ექიმების პირველადი ცნობით, იანვრამდე დასვენება მოუწევს. არადა ფატი შესანიშნავ ფორმაში იყო. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მისი...









