„ბარსელონამ“ ახალი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით პირველი თამაში წააგო. „ბლაუგრანამ“ ეს მარცხი შინ, „კამპ ნოუზე“, „რეალ ბეტისისგან“ იწვნია. შეხვედრის ერთადერთი გოლი ხუანმიმ გაიტანა. ეს გახლდათ ხუანმის მე-11 გოლი ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 16 მატჩში.
ამ შეხვედრაში ხუანმიმ უფრო ადრე, 79-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, თამაშგარე მდგომარეობა არისო.
„კამპ ნოუზე“ გამარჯვებამ „ბეტისი“ დროებით მესამე ადგილზე აღაზევა. ის „ბარსას“ 7 ქულით უსწრებს.
არადა, მასპინძლებს თამაში ცუდად არ დაუწყიათ. ფილიპე კოუტინიუმ ძელს გაარტყა ბურთი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, „ბეტისი“ მით უფრო თავდაჯერებული ხდებოდა.
გავის თავში მოხვდა ბურთი და შესაცვლელი შეიქნა.
„ბარსელონა“ მეორე ტაიმში უკეთ ათამაშდა. ეს მოედანზე ოსმან დემბელესა და ფრენკი დე იონგის შესვლამ განაპირობა. დემბელემ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ გოლი ვერ შეაგდო. გოლის გატანა კლემენტ ლენგლესაც შეეძლო, მაგრამ ბურთი საპირისპირო კარში შევარდა.
დემბელემ მიმდინარე სეზონში „ბარსას“ შემადგენლობაში მხოლოდ 4 შეხვედრაში, ისიც სულ 104 წუთით მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ფრანგს „კამპ ნოუზე“ ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩავის ის სჭირდება.
ახალმა მწვრთნელმა მასთან დაკავშირებით საგანგებო გეგმაც კი შეადგინა — ბოლო სამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩართო საქმეში, რითაც პრაქტიკა მიაღებინა და ახლა, ჩემპიონთა ლიგაში, „ბაიერნთან“ მნიშვნელოვან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
