„ანოეტაზე“ „სოსიედადთან“ 2:0 მოგება „რეალისთვის“ ცხრილში 8 ქულით დაწინაურებას ნიშნავდა. გოლები ვინისიუს ჟუნიორმა და ლუკა იოვიჩმა გაიტანეს. „თეთრების“ სიხარული „მალიორკასთან“ „ატლეტიკოს“ მოულოდნელმა წაგებამ (1:2) გააორმაგა.
მეორე ადგილზე მოექცა „სევილია“, რომელმაც „ვილიარეალს“ 1:0 მოუგო.
იოვიჩმა გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, ვინისიუსს მახვილგონივრული საგოლე პასიც გადააწოდა. საინტერესოა, რომ ეს იყო „რეალის“ მაისურით მისი პირველი წარმატება 2020 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც „ოსასუნას“ კარში შეაგდო ბურთი.
კარლო ანჩელოტიმ შუა კვირაში „ბილბაოსთან“ 1:0 გამარჯვებულ შემადგენლობასთან შედარებით ორი ფეხბურთელი შეცვალა. სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა დანი კარვახალი, ხოლო მარკო ასენსიოს ადგილი მწვრთნელმა როდრიგოს მისცა.
„რეალისთვის“ ყველაზე უსიამოვნო ამბავი მე-17 წუთზე მოხდა, როდესაც ქარიმ ბენზემამ ფეხი იტკინა და მოედნიდან გავიდა, მაგრამ მის მაგივრად საქმეში მატჩის გმირი იოვიჩი ჩაერთო.
აქამდე იოვიჩს მიმდინარე სეზონში, 21 ნოემბერს, „გრანადასთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში მოედანზე ცოტა ხნით ფეხი შედგმული და სულ ეს იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი09/08/2026 | 07:25ხვიჩამ უხეშობამდე კარგად ითამაშა
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
