„რეალ ბეტისმა” დრამატულ შეხვედრაში, ბოლოწამს გაუთანაბრა „რაიო ვალეკანოს” და ესპანეთის სამეფო თასის ფინალში გავიდა, სადაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” შეხვდება.
მანუელ პელეგრინის გუნდს პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ უპირატესობა კინაღამ ქარს გაატანა. „ბეტისმა” მე-80 წუთზე გაუშვა გოლი. ის ბებემ შორეული ლამაზი დარტყმით შეაგდო. „რაიოს” ფეხბურთელმა 35 მეტრიდან უწია მიზანს.
ყველა ელოდა, რომ თამაში დამატებით დროში გაგრძელდებოდა, მაგრამ 90+2 წუთზე ბორხა იგლესიასმა ბურთი მაინც გაიტანა მადრიდელების კარში.
ფინალი 23 აპრილს სევილიაში, „ლა კარტუხაზე” გაიმართება. „ლა კარტუხა” არც „ბეტისის” სტადიონია და არც „სევილიასი”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
