


ანატოლი ტიმოშჩუკი – ახლო წარსულში უკრაინის ნაკრების კარგი საყრდენი ნახევარმცველი.
უკრაინელი, რომელიც სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ თამაშობდა, მიუნხენის „ბაიერნშიც“ იყო, ახლა კი „ზენიტის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს: სერგეი სემაკის ასისტენტად.
და რას უცდის?
რატომ არ მიდის „გაზპრომის“ კლუბიდან? ფაქტია, არ მიდის და უკრაინაში ამის გამო ბევრს ლანძღავენ.
აი, რა თქვა „ატალანტას“ ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ.
„ვფიქრობ, რუსული კლუბებიდან უკრაინელების წამოსვლა კარგი საქციელია. ანდრეი ვორონინი ოდესელია, ქალაქის პატრიოტი, წამოვიდა მოსკოვის „დინამოდან“ და მწვავე განცხადებაც გააკეთა. ტიმოშჩუკზე კი რა ვთქვა, ეს მას უნდა ჰკითხოთ…
ჩემთვის საკვირველია, როგორ უნდა იცხოვროს ამის შემდეგ უკრაინელებთან ერთად. ის უკვე აღარაა უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა. ეს უკვე ასპროცენტიანია. ყველა მიღწევას ხაზი გადაუსვა ამ დღეებში“.
„ზენიტის“ სხვა უკრაინელმა, მცველმა რაკიცკიმ ომის მეორე დღესვე დატოვა გუნდი. ეს ის რაკიცკია, „შახტარიდან“ „ზენიტში“ სკანდალურად რომ გადავიდა და ბევრი უკრაინელი გააბრაზა.
ახლა კი მას აფასებენ და სხვათა შორის, სანკტ-პეტერბურგელმა ფანებმაც (უმრავლესობამ) კარგი სიტყვებით გააცილა. ეს მწვრთნელმა სემაკმაც აღნიშნა.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
