გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ბეტისს” შინ 3:0 მოუგო და ახლა 31 დეკემბრამდე ისვენებს. ოცდათერთმეტში, საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე „ღამურები” „ვილიარეალს” სტუმრობენ.
AS ყოველი მატჩის შემდეგ მოკლედ აფასებს ფეხბურთელებს. მადრიდულმა გაზეთმა ქართველი მეკარის შესახებ დაწერა: „მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა ძლევამოსილი ხელი გაშალა და პირველ ტაიმში „ბეტისს” დაწინაურების საშუალება არ მისცა. ქართველი განაგრძობს იმის დამტკიცებს, რომ ლა ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს შორისაა”.
„მარკამ” კი აღნიშნა, რომ „ჩეებმა” ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს, რაც სტუმრების შეცდომებმა განაპირობა. გარდა ამისა, მე-60 წუთიდან „ბეტისი” უმცირესობაში დარჩა, რადგან ზედიზედ ორი ყვითლის გამო ედგარ გონსალესი გააძევეს მოედნიდან.
ანგარიში სწორედ გონსალესის გაძევების დროს დანიშნული ჯარიმიდან საუცხოო დარტყმით გახსნა ანდრე ალმეიდამ. მეორე გოლი 81-ე წუთზე პენალტით გაიტანა უგო გილამონმა, მესამე კი 90+3 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა შეაგდო.
რასაკვირველია, „ბეტისის” თამაშზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ მას ორი წამყვანი ფეხბურთელი, ბორხა იგლესიასი და ნაბი ფეკირი აკლდნენ.
„ვულოცავ ჩემს ბიჭებს. მათ პირველიდან 95-ე წუთამდე კარგად ითამაშეს. გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში სწორ კალაპოტში იყო”, — თქვა მატჩის შემდეგ ჯენარო გატუზომ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
