დღეს „მესტალიაზე” გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბეტისს” მასპინძლობს, რომელთანაც 23 აპრილს „სამეფო თასის” ფინალი წააგო. სევილიელთა თავკაცი, ცნობილი ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ამბობს, რომ მართალია დღევანდელი შეხვედრა თასის ფინალი აღარ არის, მაგრამ ის თავისი გუნდის თამაშის სტილს არ შეცვლის.
ჩილელი სპეციალისტის აზრით გუნდებს სრულიად განსხვავებული სათამაშო მანერა აქვთ და ფეხბურთის თვალსაზრისით ეს ძალიან შესამჩნევია. ეს განსხვავება თვალსაჩინო იყო სევილიაში ჩატარებულ თასის ფინალშიც, რომელიც 1:1 დასრულდა და პენალტებით „ბეტისმა” მოიგო.
როდესაც კოლეგაზე, „ღამურების” თავკაც ხოსე ბორდალასზე ჰკითხეს, პელეგრინიმ თქვა, რომ ის როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი ძალადობის წინააღმდეგია.
„თამაშის დროს, მოედანზე ისედაც დიდი ბრძოლაა და დამატებითი, არასაფეხბურთო დაპირისპირება საჭირო აღარ არის”, — თქვა „ბეტისის” თავკაცმა.
იოლი მისახვედრია, რომ ლაპარაკია შაბათს, ბილბაოში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ბასკმა გულშემატკივრებმა ბორდალასს ტრიბუნებიდან შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ბეტისმა” ბოლო 4 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, მაგრამ პელეგრინი უკმაყოფილო არ არის.
„ჩვენთვის როგორც ფეხბურთის ასევე შედეგების თვალსაზრისით კარგი სეზონია, — ამბობს „მანჩესტერ სიტისა” და „რეალის” ყოფილი თავკაცი, — სამწუხაროა, რომ „ელჩესა” და „ბარსელონასთან” წაგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი დავკარგეთ. მწამს, ბოლო შეხვედრებში მეტს ვიმსახურებდით და მიზანს რომ ვერ მივაღწიეთ ვბრაზდები, მაგრამ მეორე მხრივ მიწაზე დავბრუნდით. ფაქტია: კლუბებს, რომლებიც ცხრილში გვისწრებენ, ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვთ. ანუ, საბოლოოდ, ყველაფერი ლოგიკის მიხედვით ლაგდება”.
თუმცა, მანუელ პელეგრინიმ იქვე დასძინა, რომ გუნდმა ბიუჯეტზე არ უნდა იფიქროს. ფეხბურთელები მოედანზე უნდა გავიდნენ და შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშონ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
