პრემიერლიგაში სამი ტური დარჩა. ლიდერი „მანჩესტერ სიტი” „ლივერპულს” სამი ქულით უსწრებს.
დღეს „ლივერპული” ბირმინგემში „ასტონ ვილასთან” თამაშობს, ხვალ კი „მანჩესტერ სიტის” ელის მატჩი სტუმრად „ვულვერჰემპტონთან”.
15 მაისს „სიტი” ლონდონში მიდის „ვესტ ჰემთან”, ხოლო „ლივერპული” საუთჰემპტონში 17 მაისს თამაშობს.
და ბოლოს, 22 მაისს, „მანჩესტერ სიტი” „ასტონ ვილას” მასპინძლობს, ხოლო „ლივერპული” „ვულვერჰემპტონს”.
საინტერესოა, რომ „ვილა” და „ვულვზი” დარჩენილ სამ ტურში ორივე გამძვინვარებულ ლიდერს ხვდებიან.
„მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ ჩემპიონატის დაძაბული ფინიშის დღეებში მთელი ინგლისი „ლივერპულს” გულშემატკივრობს.
„ხალხს „ლივერპულის” გამარჯვება უფრო უნდა ვიდრე ჩვენი და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, — ამბობს გვარდიოლა, — ეს ნორმალურ ამბად მიმაჩნია. ალბათ, „ლივერპულს” მთელს მსოფლიოში ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს.
აქ, ინგლისშიც ყველა „ლივერპულისკენ” არის. ეს იმიტომ ხდება, რომ მერსისაიდელებს დიდი ევროპული ისტორია აქვთ, თუმცა პრემიერლიგაზე ამას ვერ ვიტყვით. ისინი 30 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გახდნენ ჩემპიონები.
„ლივერპული” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ყველაზე ცნობილი ინგლისური კლუბებია. მათ მოიპოვეს ბევრი ტიტული, აქვთ დიდი მემკვიდრეობა, ისტორია, გადახდენიათ დიდი დრამები… ჩვენ მათ ბოლო 11-12 წელიწადია რაც შევუერთდით. ვიცი, ხანდახან ხალხისთვის მთლად კომფორტულები არ ვართ, მაგრამ ამაზე არ ვდარდობ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
