დღეს „ვალენსია” ბეტისს მასპინძლობს. „ღამურები” კვლავ ურუგვაელი ედინსონ კავანის გარეშე იქნებიან, მაგრამ ჯენარო გატუზოს ქვეშევრდომებმა ასეთი დანაკლისითაც უნდა სცადონ გამარჯვება — მათ ბოლო ხუთ ტურში, 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
რაც შეეხება ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, ის უალტერნატივოა და რასაკვირველია ძირითად შემადგენლობაში იქნება.
რაც შეეხება „ბეტისს”, მან ბოლო ტურში, შინ, თანაქალაქელ „სევილიასთან” 1:1 ითამაშა და „მესტალიაზე”, უკმაყოფილების გრძნობით ჩადის. სტუმრებს არ ეყოლებათ ფეკირი, ბორხა იგლესიასი და ხუანმი რაც იმას ნიშნავს, რომ მანუელ პელეგრინის განკარგულებაში არ იქნება ის სამი ფეხბურთელი, რომელთაც გუნდის მიერ გატანილი 17 გოლის 88,2 პროცენტში მიიღეს მონაწილეობა.
კავანის არყოფნა კი მოსალოდნელი იყო, რადგან ის ბოლო დღეებში გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა და ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე ისე მიემგზავრება, რომ ლა ლიგის თამაშში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ექიმები ამბობენ, რომ მის კოჭს ძალის დატანება არ სჭირდება.
შესაბამისად, გატუზოს წინაშე ასეთი ამოცანაა: ვის ანდოს შეტევა? მარკოს ანდრეს, რომელიც ხან უაზრო წითელ ბარათს იღებს, ხან კი ბურთს გაუგებარი მიზეზით ხელს ახებს და ამის გამო „ჩეებს” გოლს უუქმებენ თუ უგო დუროს? „ბეტისს” პრესინგი და მიწოლა სჭირდება, რაც თავდამსხმელისთვის სასიამოვნო საქმე არასდროს არის. ვალნსიური პრესის აზრით, ამ საქმეში მადრიდელი, უფრო ზუსტად ხეტაფელი დუროს გამოყენება აჯობებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
