10 ნოემბრის დილას ის იშვიათი შემთხვევა მოხდა, რასაც ხშირად ველით – NBA-ს პარკეტზე ორმა ქართველმა ითამაშა. თუმცა, გოგა ბითაძესაც და სანდრო მამუკელაშვილსაც მცირე დრო დაეთმოთ.
ბითაძის „ინდიანა“ შინ „დენვერს“ დაუხვდა და 119:122 დამარცხდა.
გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 6.38 წუთი გაატარა. მან მხოლოდ 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი ჩაიწერა აქტივში. პასივში კი, 2 დაკარგვა და 2 ჯარიმა ჰქონდა. გოგამ სამი ორქულიანიდან 1 გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ერთხელ ესროლა და ააცილა. „ინდიანას“ 5 მოგება და 6 მარცხი. ამ მაჩვენებლით გუნდი კონფერენციაში მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, 13 ნოემბერს „ტორონტოსთან“ აქვს.
6.10 წუთი დაეთმო მამუკელაშვილს, რომლის „მილუოკიმ“ ოვერტაიმში სტუმრად „ოკლაჰომას“ მოუგო – 136:134. „მამუს“ ქულა არ ჰქონია, მცდელობა კი – თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა. სამაგიეროდ, ფარიდან ბურთი 3-ჯერ მოხსნა. მილუოკელებს 10 მოგება და 1 მარცხი აქვთ. შედეგად, კონფერენციას ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრა მამუკელაშვილის გუნდს 12 ნოემბერს, „სან ანტონიოსთან“ უწევს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
