„ვალენსიამ” ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოპოვებაში კონკურენტ „ბეტისთან” ქულები დაკარგა — შინ 1:2 წააგო. მეტოქემ „ღამურებს” აჯობა. ამ შეხვედრაში მასპინძლების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა კარის დაცვა ვერ შეძლო. მართალია გაშვებული გოლები მისი ბრალი არ ყოფილა, მაგრამ შედეგი სამწუხარო გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგის 12 მატჩში აქვს კარი „მშრალად” შენახული და წინ კიდევ 6 ტურია.
მატჩის შემდეგ სწორედ ამ ექვს ტურზე გაამახვილა ყურადღება „ჩეების” თავკაცმა რუბენ ბარახამ:
„წინ კიდევ 6 შეხვედრაა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ვეძებოთ მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვების შესაძლებლობა. დღეს, სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ჩვენს შესაძლებლობებზე ცუდად ვითამაშეთ. ბურთს ხშირად ვკარგავდით. შესვენების მერე კანიოსის შეყვანით ვცადეთ მდგომარეობის გამოსწორება. პენალტის გატანამ იმედი ჩაგვისახა, მაგრამ საბოლოოდ 1:2 წავაგეთ შეხვედრა, რომელშიც კარგად ნამდვილად ვერ ვითამაშეთ. დასკვნა ის არის, რომ „ბეტისის” კატეგორიის გუნდებთან თუ საუკეთესო ფეხბურთს არ ვაჩვენებთ, დავმარცხდებით.
და მაინც იმედგატეხილი არ ვარ. ეს იგივე ფეხბურთელები არიან, რომელთაც ბევრ შეხვედრაში კარგად ითამაშეს და უფრო მაღალი ადგილის დაკავება შეუძლიათ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები27/10/2026 | 09:35ფრანს ფუტბოლის რედაქტორი: პსჟ-მ თავის თავს დააბრალოს
მთავარი ამბავი27/10/2026 | 08:34კეინი!.. რომელსაც დიდი გუნდური ტიტული არ მოუგია
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 13:59ბარსელონა – მბაპეს საყვარელ მსხვერპლთა შორის მეორე
მთავარი ამბავი26/10/2026 | 11:53მბაპეც პალადიუმში იქნება, იამალიც და კეინიც
