საფრანგეთში ფლეი-ოფებისა და მეორე პირდაპირ გავარდნილის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. გადათამაშებაში მონაწილეობისთვის იბრძვიან ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი’’ (30 ქულა, მე-17 ადგილი) და „ლე ავრი’’ (31 ქულა, მე-16 ადგილი). ქართველი თავდამსხმელის გუნდი თეორიულად შეიძლებოდა უკვე გავარდნილიყო, მაგრამ შაბათს სტუმრად „რეიმსს’’ 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ფლორან ტარდიუმ გახსნა, 41-ზე კი ირვინ კარდონამ მეორეც შეაგდო....
ჭდე: სენტ ეტიენი
ზურიკო კარგია, სენტ ეტიენი – ცუდი
„სტრასბურგმა’’ „სენტ ეტიენს’’ აჯობა ― 3:1. რონის გუნდს ცუდად აქვს საქმე, 31 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-17 ადგილზეა და თუ სეზონს ამ პოზიციაზე დაასრულებს, გავარდება. ის ორი ქულით ჩამორჩება „ლე ავრს’’, რომლის მე-16 ადგილი ფლეი-ოფში თამაშის და გადარჩენის შანსს იძლევა. „სენტ ეტიენის’’ თამაშში ქართველ გულშემატკივარს მხოლოდ ის მოეწონებოდა, რომ მისი ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა....
მონეტის მსროლელი დაიჭირეს
რონის დერბის შემდგომ დღეებში „სენტ ეტიენის’’ გულშემატკივრები გაორებულ გრძნობას ჰყავს მოცული. ერთი მხრივ მათ მოუგეს „ლიონს’’ (2:1), რაც სატურნირო მდგომარეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ისტორიული მოქიშპისთვის ნიშნის მოგების თვალსაზრისითაც ერთ რამედ ღირდა. მეორე მხრივ, „ჟოფრუა გიშარზე’’ თამაში 45 წუთით შეწყდა, რადგან ერთ-ერთმა მაყურებელმა თანამსაჯს თავში მონეტა გაარტყა. რა ემუქრებათ „მწვანეებს’’ ამის გამო? LeParisien წერს, რომ...
დადასტურდა: მსაჯი სენტ ეტიენის სასარგებლოდ შეცდა
ფრანსუა ლეტექსიე შეცდა და ეს მისმა ხელმძღვანელებმა აღიარეს. ფრანგ მსაჯთა ტექნიკურმა მენეჯმენტმა ლიგა 1-ის ოცდამეათე ტურის შემაჯამებელ დოკუმენტში დაწერა, რომ კვირას „სენტ ეტიენსა’’ და „ლიონს’’ შორის გამართულ შეხვედრაში არბიტრს მასპინძელთა ფეხბურთელი ლუკა სტასენი, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, პირველი ტაიმის შუაში კორენტენ ტოლისოს წინააღმდეგ უხეშობის გამო უნდა გაეძევებინა. შეგახსენებთ, რომ ლეტექსიემ სტასენს თავიდან წითელი ბარათი...
რონის ქართული დერბი
„ჟოფრუა გიშარზე’’ რონის დერბი გაიმართა. ის იმავდროულად საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართული დერბიც იყო: ზურიკო დავითაშვილი ჟორჟ მიქაუტაძის წინააღმდეგ. „სენტ ეტიენმა’’ „ლიონს’’ 2:1 მოუგო. ჩვენებს გოლი არ გაუტანიათ. „ლე გონს’’ ანუ ბიჭებს, ყმაწვილებს, ლიონელებს საშინელი კვირა ჰქონდათ. ჯერ იყო და ევროპის ლიგიდან გამოვარდნენ და თან როგორ ― „ოლდ ტრაფორდზე’’ ჯერ 0:2-ს აგებდნენ, მერე 4:2 დაწინაურდნენ და...
ზურიკოს გუნდს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა
ლიგა 1-ის ცხრილის ფსკერზე მყოფ „მონპელიეს’’ იმედი ჰქონდა, რომ „სენტ ეტიენთან’’ შეწყვეტილი შეხვედრის ბოლო 30 წუთს ითამაშებდა და სამს თუ არა, ერთ ქულას მაინც მოიპოვებდა, მაგრამ საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა წაგება ჩაუთვალა. მონპელიეში მატჩი 63-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ანგარიში იყო 2:0 ზურიკო დავითაშვილის გუნდის სასარგებლოდ. მსაჯმა ფრანსუა ლეტექსიემ შეხვედრა ტრიბუნებზე მომხდარი რამდენიმე ინციდენტის...
ზურიკოს ქომაგებს გადარჩენის შანსი აქვთ
ზურიკო დავითაშვილის გუნდის „სენტ ეტიენის’’ გულშემატკივართა ორ დაჯგუფებას „ჯადოსნურ ფანებსა’’ და „მწვანე ანგელოზებს’’ გადარჩენის შანსი აქვს. სამშაბათს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ქომაგების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დაინიშნა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც უსაფრთხოების პრობლემაზე სალაპარაკოდ „სენტ ეტიენის’’ ხელმძღვანელებს მოიწვევენ. საქმეს უძღვება სპორტულ ღონისძიებებზე ძალადობის პრევენციის ეროვნული საკონსულტაციო კომისია. კლუბის ხელმძღვანელობა თავის ულტასებს მხარს უჭერს. მთავრობაში...
დაძაბულობა სენტ ეტიენში: ზურიკო ხვიჩას წინააღმდეგ
„პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივრები სენტ ეტიენში თამაშს ვერ დაესწრებიან, აუკრძალეს. 27-ე ტურის მატჩი შაბათს 29 მარტს საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება. ლუარის პრეფექტურა ორშაბათის გადაწყვეტილებას იმით ასაბურთებს, შეხვედრამ შეიძლება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვიოს, რადგან პსჟ-სა და „სენტ ეტიენის’’ ქომაგებს ერთმანეთი დიდი ხანია სძულთ. დოკუმენტში 2015 წლის იანვარში მომხდარი ექსცესებია ჩამოთვლილი. დადგენილება იმითაც არის საინტერესო, რომ...
ზურიკოს დაუმთავრებელი თამაში
„მონპელიეში’’ საქმე ცუდად მიდის. კრიზისმა ტრიბუნებზე გადაინაცვლა. კვირას ლიგა 1-ის აუტსაიდერმა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენთან’’ თამაში ბოლომდე ვერ მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლო წუთიდან რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მასპინძელი გუნდი 53-ე წუთისთვის უკვე 0:2-ს აგებდა. თამაში ბოლომდე რომ მისულიყო ეს იქნებოდა „მონპელიეს’’ ზედიზედ მეშვიდე მარცხი, მაგრამ ფანებმა შეურაცხყოფას ვეღარ გაუძლეს და თამაში ჩაშალეს. ტრიბუნაზე...
ზურიკოს ორი პასი ემოციურ შეხვედრაში
„სენტ ეტიენისა’’ და „ანჟერის’’ შეხვედრა სტუმრებმა 94-ე წუთზე პენალტით გადაარჩინეს — 3:3. ამ ემოციურ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა მეორე ტაიმიდან მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე პასი შეასრულა. როდესაც ქართველი მოედანზე შევიდა ანგარიში იყო 2:1 „ანჟერის’’ სასარგებლოდ (რომელიც მე-17 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა). დავითაშვილმა 52-ე და 73-ე წუთებზე მარცხენა ფრთიდან საგოლე პასები ჩააწოდა და მასპინძლები 3:2 დაწინაურდნენ...









