ფრანსუა ლეტექსიე შეცდა და ეს მისმა ხელმძღვანელებმა აღიარეს. ფრანგ მსაჯთა ტექნიკურმა მენეჯმენტმა ლიგა 1-ის ოცდამეათე ტურის შემაჯამებელ დოკუმენტში დაწერა, რომ კვირას „სენტ ეტიენსა’’ და „ლიონს’’ შორის გამართულ შეხვედრაში არბიტრს მასპინძელთა ფეხბურთელი ლუკა სტასენი, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, პირველი ტაიმის შუაში კორენტენ ტოლისოს წინააღმდეგ უხეშობის გამო უნდა გაეძევებინა. შეგახსენებთ, რომ ლეტექსიემ სტასენს თავიდან წითელი ბარათი ამოუღო, მაგრამ შემდეგ ეპიზოდი VAR-ზე ნახა და გაძევება გაფრთხილებით შეცვალა. დაშავებული ტოლისო მოედნიდან გაიყვანეს.
მსაჯთა დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სასურველი იყო მსაჯისთვის (რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა იმსაჯა „რეალსა’’ და „არსენალს’’ შორის) ეჩვენებინათ სხვა რაკურსებიც, განსაკუთრებით მარცხენა ზუმ-კამერით შესრულებული ჩანაწერი, რომელზეც მომხდარი უფრო ზუსტად გამოჩნდა და ამ შემთხვევაში არბიტრი თავის პირველ გადაწყვეტილებას აღარ შეცვლიდა, სტასენისთვის ნაჩვენებ წითელ ბარათს არ გააუქმებდა.
ბელგიელ თავდამსხმელ ლუკა სტასენს ამ მომენტისთვის ერთი გოლი უკვე ჰქონდა გატანილი, მოგვიანებით კი მეორეც გაიტანა. „სენტ ეტიენმა’’ გაიმარჯვა: 2:1.
შეგახსენებთ, რომ მასპინძლეთა გუნდში თამაშობდა ზურიკო დავითაშვილი, ხოლო სტუმართა გუნდში ჟორჟ მიქაუტაძე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
