გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში „ჟირონას” უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 14 აგვისტოს არის დანიშნული, მანამდე კი თვეზე მეტია. რა მდგომარეობაა გუნდში? ჯერაც გაურკვეველია დარჩებიან თუ არა „მესტალიაზე” კარლოს სოლერი, გონსალო გედეში ან ხოსე ლუის გაია. ამბობენ, რომ სოლერი და გედეში ცალი ფეხით უკვე წასულები არიან, მათი შემცვლელი კი არ ჩანს. ერთი სიტყვით, ახალი მწვრთნელისთვის, ჯენარო გატუზოსთვის მუშაობის მშვიდად დაწყება წესით ჯერ ძნელი უნდა იყოს, მაგრამ ის ამბობს, რომ ზუსტად იცის რანაირ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს.
იტალიელი არ ყოყმანობს და ვარჯიშის პირველივე დღიდან ცდილობს გუნდში მისი წინამორბედის ხოსე ბორდალასის სტილისგან სრულიად განსხვავებული ხელწერა დაამკვიდროს. გატუზოს სურს „ჩეებმა” ბურთი მოკლე პასებით აგორონ. თუ ბორდალასის კონტრშეტევასა და გრძელ პასებს გაიხსენებთ, დარწმუნდებით, რომ „ვალენსიას” ფეხბურთელებს სრულიად ახალი სტილის ათვისება მოუწევთ.
ესპანელ ჟურნალისტებს, რომლებიც გუნდის პირველ ვარჯიშს დაესწრნენ, ესმოდათ როგორ უყვიროდა გატუზო უროშ რაჩიჩს: „მოკლე პასი რომ მიიღო უკან უნდა ჩამოხვიდე”. ანდა როგორ აწიოკებდა მცველებს შეძახილებით: „შეხება, შეხება, შეხება; სისწრაფე და ტექნიკა”.
AS იხსენებს, რომ მასთან ინტერვიუში არგენტინელმა ფეხბურთელმა მატეო მუსაკიომ, რომელიც „ვალენსიას” ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით „მილანში” თამაშობდა, თქვა, რომ ფეხბურთელობის დროინდელი გატუზოს გახსენებამ არ უნდა მოგვატყუოს. როგორც ტაქტიკოსი ის მოკლე პასებისა და კომბინაციური ფეხბურთის მოყვარულია.
გაზეთი წერს, რომ იმის მისახვედრად, თუ რა უნდა იტალიელს, ერთ ვარჯიშზე დასწრებაც საკმარისი აღმოჩნდა.
ამავე ვარჯიშზე გამოჩნდა, რომ გატუზო 4-5-1 და 4-2-3-1 სქემებზე მუშაობდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
