ჭდე: ხოსე ლუის გაია

Home ხოსე ლუის გაია
მამარდა ახალ წლამდე ვერ ითამაშებს
ჩანაწერი

მამარდა ახალ წლამდე ვერ ითამაშებს

„ვალენსია’’ 2025 წლის ბოლომდე გიორგი მამარდაშვილისა და კაპიტნის ხოსე გაიას გარეშე დარჩა. ეს ისედაც დაბეჩავებული გუნდისთვის დიდი დარტყმაა ― შემდეგი სამი კვირის განმავლობაში „ღამურებს’’ ორი მთავარი ვარსკვლავი ვერ დაეხმარება. როგორც Tribuna Deportiva წერს, ქართველ მეკარეს „რაიო ვალეკანოსთან’’ წინა სწორი კუნთი გაუწყდა და განკურნება დროს მოითხოვს. შესაბამისად, ქართველი მეკარე გამოტოვებს შეხვედრებს „ვალიადოლიდთან’’, „ესპანიოლთან’’ და „ალავესთან’’. ჩამოთვლილი...

ორი ღამურა ყატარში
ჩანაწერი

ორი ღამურა ყატარში

გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელთაგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში უგო გილამონი და ხოსე ლუის გაია მიემგზავრებიან. გილამონი 22 წლისაა, ის ბასკეთში, სან სებასტიანშია დაბადებული, თუმცა „ვალენსიას” აღზრდილია. ის ნახევარმცველია, მას „ლა როხას” შემადგენლობაში 3 თამაში აქვს ჩატარებული. ხოსე გაია კი „ღამურების” კაპიტანია. ის მარცხენა მცველად თამაშობს. 27 წლისაა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ქვემოთ...

მამარდას ფასმა 5 მილიონით მოიმატა
ჩანაწერი

მამარდას ფასმა 5 მილიონით მოიმატა

სადაცაა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება ანუ საკლუბო ფეხბურთი ერთი თვით შეჩერდება. პაუზა მართლაც უცნაურ დროს უწევს, ჯერ ხომ სეზონის შუაც არ არის, გუნდებს კი ფაქტობრივად ხელმეორე პრე-სეზონი ექნებათ. შემდეგ დაიწყება დაუნდობელი მარათონი — იანვრიდან ივნისამდე. ასეთმა უჩვეულო ვითარებამ  Transfermarkt-ს სეზონის პირველი ნაწილის შეჯამების შესაძლებლობა მისცა. ზოგი ფეხბურთელი გაძვირდა, ზოგის ფასმაც პირიქით, დაიკლო. „ვალენსია”, რომელშიც ქართველი...

გაია 2027
ჩანაწერი

გაია 2027

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ თავის კაპიტანს, მცველ ხოსე ლუის გაიას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. გაია „ვალენსიას“ აღზდილია. კლუბის აკადემაში ის 11 წლის ასაკში მოხვდა და წლების შემდეგ  გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა. უთამაშია ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. პირველ გუნდში კი 2018 წლიდან იძახებენ. ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას, მისით მადრიდის „რეალი,“ „ბარსელონა“ და „პარი...

მწვრთნელი გატუზო ფეხბურთელი გატუზო არ გეგონოთ
ჩანაწერი

მწვრთნელი გატუზო ფეხბურთელი გატუზო არ გეგონოთ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში „ჟირონას” უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 14 აგვისტოს არის დანიშნული, მანამდე კი თვეზე მეტია. რა მდგომარეობაა გუნდში? ჯერაც გაურკვეველია დარჩებიან თუ არა „მესტალიაზე” კარლოს სოლერი, გონსალო გედეში ან ხოსე ლუის გაია. ამბობენ, რომ სოლერი და გედეში ცალი ფეხით უკვე წასულები არიან, მათი შემცვლელი კი არ ჩანს. ერთი სიტყვით,...

ვალენსიაში ქამრებს მოიჭერენ
ჩანაწერი

ვალენსიაში ქამრებს მოიჭერენ

AS წერს, რომ „ვალენსიამ”, რომელშიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ფინანსური წელიწადი ზარალით დახურა. ზარალი 65 მილიონი ევროს ტოლია. ესპანური გაზეთის ცნობით, კლუბი იმედოვნებდა, რომ 1 ივლისამდე რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდდა და დავთრებში თავსა და ბოლოს გაასწორებდა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე სიმშვიდეა, კარლოს სოლერი, გონსალო გედეში და ხოსე გაია კი ჯერჯერობით ისევ „ჩეს” ფეხბურთელები არიან. ესპანეთში წერენ,...

ბარსას სხვა ჰყავს მოსაძებნი
ჩანაწერი

ბარსას სხვა ჰყავს მოსაძებნი

„ბარსელონას“ დაცვის მარცხენა ფრთის გასაძლიერებლად ახალი ფეხბურთელის ძიება მოუწევს — ხოსე ლუის გაია „ვალენსიაში“ რჩება. გაიას „ღამურებთან“ ახალი კონტრაქტი ფაქტობრივად შეთანხმებული აქვს. „სუპერდეპორტეს“ ცნობით გაია, რომელიც „კამპ ნოუზე“ ძალიან მოსწონთ  და გადაბირებას უპირებდნენ, „მესტალიაზე“ 2023 წლის შემდეგაც დარჩება. „ბარსა“ იმიტომ აქტიურობდა, რომ მცველს „ვალენსიასთან“ ძველი ხელშეკრულების თანახმად 18 თვიანი თანამშრომლობაღა ჰქონდა დარჩენილი და მისი მონადირება...

ბორდალასი: გაუგებარია, რისთვის არსებობს VAR-ი?
ჩანაწერი

ბორდალასი: გაუგებარია, რისთვის არსებობს VAR-ი?

გიორგი მამარდაშვილის გუნდის, „ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კვირას, „კამპ ნოუზე“, „ბარსელონასთან“ შეხვედრაში, მისი გუნდი მსაჯის არასწორი ჩარევის გამო დამარცხდა. „ღამურებმა“ ანგარიში თამაშის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე გახსნეს, გოლი ხოსე ლუის გაიამ გაიტანა, მაგრამ 8 წუთში ანსუ ფატიმ არაჩვეულებრივი დარტყმით გაქვითა. შესვენებამდე 4 წუთით ადრე „ბარსელონა“ პენალტით დაწინაურდა. თერთმეტმეტრიანი ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების, გოლების ავტორების...

ბარსელონას ვალენსია სრული შემადგენლობით ესტუმრება
ჩანაწერი

ბარსელონას ვალენსია სრული შემადგენლობით ესტუმრება

სანაკრებო კვირა დასასრულს უახლოვდება. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ 17 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ უწევს თამაში. მეტოქეები ცხრილში გვერდიგვერდ იმყოფებიან: „ღამურებს“ 8 თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მე-8 პოზიციაზე არიან, „ბარსას“ კი 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ასევე 12 ქულით მე-9 პოზიცია უკავია. ორივე გუნდს სამ-სამი მოგება აქვს. „ელ ჩემ“ ბოლოს ზუსტად ერთი თვის წინ, 12...