
„ბარსელონას“ დაცვის მარცხენა ფრთის გასაძლიერებლად ახალი ფეხბურთელის ძიება მოუწევს — ხოსე ლუის გაია „ვალენსიაში“ რჩება. გაიას „ღამურებთან“ ახალი კონტრაქტი ფაქტობრივად შეთანხმებული აქვს.
„სუპერდეპორტეს“ ცნობით გაია, რომელიც „კამპ ნოუზე“ ძალიან მოსწონთ და გადაბირებას უპირებდნენ, „მესტალიაზე“ 2023 წლის შემდეგაც დარჩება. „ბარსა“ იმიტომ აქტიურობდა, რომ მცველს „ვალენსიასთან“ ძველი ხელშეკრულების თანახმად 18 თვიანი თანამშრომლობაღა ჰქონდა დარჩენილი და მისი მონადირება ამ ზაფხულს უფრო ლოგიკური იქნებოდა.
„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი 2017 წლიდან 2019 წლის ნოემბრამდე „ვალენსიას“ გენერალური დირექტორი იყო და გაიას კარგად იცნობს.
კატალონიელთა სამწუხაროდ, „ჩეების“ კაპიტანმა, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში ჩვიდმეტჯერ აქვს ნათამაშები და 3 გოლის გატანაც მოახერხა, თავისი კარიერის ერთადერთი გუნდის გაცვლა არ ისურვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
