AS წერს, რომ „ვალენსიამ”, რომელშიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ფინანსური წელიწადი ზარალით დახურა. ზარალი 65 მილიონი ევროს ტოლია.
ესპანური გაზეთის ცნობით, კლუბი იმედოვნებდა, რომ 1 ივლისამდე რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდდა და დავთრებში თავსა და ბოლოს გაასწორებდა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე სიმშვიდეა, კარლოს სოლერი, გონსალო გედეში და ხოსე გაია კი ჯერჯერობით ისევ „ჩეს” ფეხბურთელები არიან.
ესპანეთში წერენ, რომ „ვალენსიას” სახელფასო ფონდი 100 მილიონი გირვანქის ფარგლებში ტრიალებს. ეს კლუბის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება, რის გამოც მომდევნო სეზონში, სავარაუდოდ, 50 მილიონიანი ლიმიტი დაწესდება.
AS იმეორებს, რომ კლუბის სავალალო ფინანსური მდგომარეობის გამო ჯერ ვერ ხერხდება მამარდაშვილის ახალი კონტრაქტის გაფორმება, არადა კონტრაქტი ძვირი არ არის და ფეხბურთელთანაც ყველაფერი შეთანხმებულია.
ჯერჯერობით ვალენსიელთა შემოსავალი არის თანხა, რომელიც დანიელ ვასის „ატლეტიკოში” გაყიდვით შემოვიდა და საკომისიოები ფერან ტორესის (5 მილიონი) და როდრგიგო მორენოს ტრანსფერებმა რომ მოიტანა. შესაბამისად, გუნდის ახალ მწვრთნელს ჯენარო გატუზოს მომდევნო სეზონში მცირებიუჯეტიან გუნდთან მოუწევს მუშაობა.
ესპანური პრესა წერს, რომ ასეთ ვითარებაში „ღამურების” ამოცანა შეიძლება ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებამდე შეიზღუდოს. სავარაუდოდ მაღალ მიზნებზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
