ბოლო წლებში „ვალენსიადან” კონფლიქტით არავინ წასულა და მართალია იმასთან შედარებით რაც სხვა კლუბებში ხდება კარლოს სოლერის „პარი სენ ჟერმენში” გადაბარგება მოსატანი არ არის, მასზე ორიოდ სიტყვით მაინც ღირს შეჩერება. სოლერი თხემით ტერფამდე ვალენსიელია. ის ბავშვობიდან „ღამურაა”, დაახლოებით ხუთი წლის წინ კი დიდ გუნდში აიყვანეს და მის მნიშვნელოვან წევრად ჩამოყალიბდა. მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს, ზედ სატრანსფერო ბაზრის [...]
ჭდე: კარლოს სოლერი
მამარდას გუნდს სოლერიც წაუვიდა
სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე საათები რომ რჩებოდა, „ვალენსიას” ვარსკვლავი კარლოს სოლერი აეროპორტში იდგა და პარიზის თვითმფრინავში ასვლის წინ ესპანელ ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ ცხოვრებას ცვლილებები ახასიათებს; მისთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურია; ჯერჯერობით სიახლეებისგან თავბრუ ეხვევა, მაგრამ როგორც კი დამშვიდდება ყველაფერს მოყვება; მანამდე დუმილი უჯობს. იყო მეორე ინფორმაციაც, რომ „ვალენსიასა” და პარი სენ ჟერმენს” შორის მოლაპარაკებები [...]
ვალენსიაში ქამრებს მოიჭერენ
AS წერს, რომ „ვალენსიამ”, რომელშიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ფინანსური წელიწადი ზარალით დახურა. ზარალი 65 მილიონი ევროს ტოლია. ესპანური გაზეთის ცნობით, კლუბი იმედოვნებდა, რომ 1 ივლისამდე რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდდა და დავთრებში თავსა და ბოლოს გაასწორებდა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე სიმშვიდეა, კარლოს სოლერი, გონსალო გედეში და ხოსე გაია კი ჯერჯერობით ისევ „ჩეს” ფეხბურთელები არიან. ესპანეთში წერენ, [...]
წახვალ? მოგკლავ!
ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც „ვალენსიას“ პრეზიდენტი ანილ მურტი გუნდის წამყვან ფეხბურთელ კარლოს სოლერს ემუქრება. საქმე ეხება „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერს. სოლერს კონტრაქტი უმთავრდება „ვალენსიასთან“ და არ აგრძელებს. აუდიოჩანაწერში კი ისმის: „იანვარში უფასოდ თუ წახვალ, მოგკლავ! პრესით. 100 000 ევროს დავდებ ამისთვის… ეს იმიტომ, რომ შენ აკადემიაში გაიზარდე, კლუბმა დიდი თანხა დაგახარჯა და ახლა შენ უნდა [...]
ვინ დატოვებს ვალენსიას?
ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის კარიერა რასაკვირველია „ვალენსიას” მომავალზეც არის დამოკიდებული. „ღამურების” ხვალინდელ დღეს კი მისი შემადგენლობა განსაზღვრავს. ვის დაიმატებენ „ჩეები”? ვინ დატოვებს კლუბს? გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის კარლოს სოლერის ამბავი კარგა ხანია ბუნდოვანია. მიმდინარე ჩემპიონატის დამთავრებამდე სულ რაღაც ოთხი ტურია დარჩენილი, მაგრამ იმის შესახებ, თუ რა სატრანსფერო პოლიტიკას დაადგება პიტერ ლიმის კლუბი, ისევ არაფერია ცნობილი. [...]
ბარსელონას ვალენსია სრული შემადგენლობით ესტუმრება
სანაკრებო კვირა დასასრულს უახლოვდება. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ 17 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ უწევს თამაში. მეტოქეები ცხრილში გვერდიგვერდ იმყოფებიან: „ღამურებს“ 8 თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მე-8 პოზიციაზე არიან, „ბარსას“ კი 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ასევე 12 ქულით მე-9 პოზიცია უკავია. ორივე გუნდს სამ-სამი მოგება აქვს. „ელ ჩემ“ ბოლოს ზუსტად ერთი თვის წინ, 12 [...]
ბარსა ფიცხელ ბრძოლაშია
„ბარსელონამ” ხუთგოლიან თრილერში გაიმარჯვა და ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა — „ბლაუგრანამ” „მესტალიაზე” „ვალენსიას” 3:2 აჯობა. სტუმართაგან ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ერთი — ანტუან გრიზმანმა. 34 ტურის შემდეგ, 76 ქულით ლიდერობს „ატლეტიკო”, რომელსაც „რეალი” და „ბარსა” ორი ქულით ჩამორჩებიან. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. სტუმრებმა კარგად დაიწყეს. მათი თამაში აღარ ჰგავდა იმას, რომლის გამოც [...]





