სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე საათები რომ რჩებოდა, „ვალენსიას” ვარსკვლავი კარლოს სოლერი აეროპორტში იდგა და პარიზის თვითმფრინავში ასვლის წინ ესპანელ ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ ცხოვრებას ცვლილებები ახასიათებს; მისთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურია; ჯერჯერობით სიახლეებისგან თავბრუ ეხვევა, მაგრამ როგორც კი დამშვიდდება ყველაფერს მოყვება; მანამდე დუმილი უჯობს.
იყო მეორე ინფორმაციაც, რომ „ვალენსიასა” და პარი სენ ჟერმენს” შორის მოლაპარაკებები კინაღამ ჩაიშალა, რადგან საფრანგეთის ჩემპიონმა ბოლოწამს ფულის გადახდის ისეთი ფორმატი მოითხოვა, რომელიც „ღამურებს” ხელს არ აძლევდათ. რომ დაინახეს გარიგება იშლებოდა, პარიზელებმა უკან დაიხიეს.
სოლერმა პსჟ-თან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მოკლედ წერენ, რომ ტრანსფერის ფასი 22 მილიონია, სინამდვილეში კი ეს თანხა ორ ნაწილად იყოფა, ძირითადად (18 მილიონი) და ბონუსებად, რომელიც შედეგების მიხედვით ან იქნება, ან არა.
კარლოს სოლერი 25 წლისაა. ის ვალენსიელია და აქამდე სხვა კლუბში არ უთამაშია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/10/2026 | 08:55ესპანეთის ნაკრების საიდუმლო
აქეთურ-იქითური01/10/2026 | 07:14მარკო როსი: უნგრეთში მაინც წარმატებას ელიან
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 08:54ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი
აქეთურ-იქითური30/09/2026 | 07:56B ლიგის დონის გუნდი
