ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის კარიერა რასაკვირველია „ვალენსიას” მომავალზეც არის დამოკიდებული. „ღამურების” ხვალინდელ დღეს კი მისი შემადგენლობა განსაზღვრავს. ვის დაიმატებენ „ჩეები”? ვინ დატოვებს კლუბს?
გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის კარლოს სოლერის ამბავი კარგა ხანია ბუნდოვანია. მიმდინარე ჩემპიონატის დამთავრებამდე სულ რაღაც ოთხი ტურია დარჩენილი, მაგრამ იმის შესახებ, თუ რა სატრანსფერო პოლიტიკას დაადგება პიტერ ლიმის კლუბი, ისევ არაფერია ცნობილი.
AS წერს, რომ სოლერი მომდევნო სეზონიდან „ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. ერთი ფაქტია, რომ ნახევარმცველს „ვალენსიასთან” კონტრაქტის განახლებაზე თანხმობა არ უთქვამს, არადა მის ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის 30 ივნისს გაუდის. მხარეებმა ჯერჯერობით ვერაფერი მოილაპარაკეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
