ბასილაშვილი ლონდონში მოლდოველთან დარჩა

Home სიახლეები ბასილაშვილი ლონდონში მოლდოველთან დარჩა
ბასილაშვილი ლონდონში მოლდოველთან დარჩა

ნიკა ბასილაშვილისა და მოლდოველი რადუ ალბოტის წყვილი უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა, სადაც ტურნირზე მეექვსე ნომრად განთესილ კოლუმბიურ დუეტს – ხუან გაბალსა და რობერ ფარას 3 ივლისს შეხვდება.

სამხრეთამერიკელებმა წინა ორი მატჩი დამაჯერებლად, სეტწაუგებლად მოიგეს, ხოლო ალბოტმა და ბასილაშვილმა მეორე წრეშიც გაჭირვებით, 3:2 იმარჯვეს. მათ ამჯერად ეკვადორელი დიეგო იდალგო და კოლუმბიელი კრისტიან როდრიგესი დაამარცხეს – 6:4, 2:6, 3:6, 7:6, 7:5.

რაც შეეხება ნათელა ძალამიძეს, ვინც ზედ უიმბლდონის წინ მიიღო საქაღთველოს მოქალაქეობა და ტურნირზე წყვილში სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან თამაშობდა, მეორე წრეში მასპინძლებთან – ჰარიე დართსთან და ჰიე ვატსონთან 4:6, 2:6 დამარცხდა.