ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი

Home კატეგორიის გარეშე ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი
ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი

Robert Lewandowski plays during the match between FC Barcelona and Getafe CF, corresponding to week 5 of LaLiga EA Sports, at the Joan Cruyff Stadium...„ბარსელონასა’’ და „ხეტაფეს’’ შორის დაპირისპირება ესპანური ლა ლიგის ერთ-ერთ ლაიტმოტივად იქცა. საკმარისია კალენდარმა ამ გუნდების შეხვედრა მოიტანოს, რომ მატჩი და მხარეებს შორის მწარე სიტყვების გაცვლა-გამოცვლა ერთია. სერიალის ბოლო ეპიზოდი გუშინ შედგა, როდესაც „ბარსამ’’ მადრიდთან მდებარე პატარა ქალაქის გუნდს შინ 3:0 მოუგო. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფერან ტორესმა და სტუმართა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ​იკამათეს.

ბლაუგრანას’’ თავდამსხმელმა „ხეტაფეს’’ თამაშის სტილი გააკრიტიკა. პრინციპში ამაში ახალი არაფერია, რადგან კატალონიის დედაქალაქში ბოლო წლებში ხშირად იმეორებენ ერთსა და იმავეს. ტორესმა თქვა: „ხანდახან ისინი დაჯარიმების მეტს არაფერს აკეთებენ’’.

ბორდალასის პასუხმა არ დააყოვნა: „ეს ახირება და უპატივცემულო დამოკიდებულებაა. მათ და ჩვენს სათამაშო სტილებს შორის განსხვავებას მილიარდი ევრო განაპირობებს. მისი წყალობით „ბარსელონას’’ ყველა პოზიციაზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს’’.

ეს „ბარსასა’’ და „ხეტაფეს’’ არც პირველი შეკამათებაა და არც ბოლო. ჯერ კიდევ ჩავი უჩიოდა ხან ხეტაფეს სტადიონის მინდორს და ხან თამაშის ჩატარების დროს. მან ერთხელ ასეთი რამაც კი თქვა: „მზეში თამაშს ჩვენ უფრო შეჩვეულები ვართ. რად უნდა ამას ლაპარაკი’’. ამაზე „ხეტაფეს’’ მაშინდელმა თავკაცმა კიკე სანჩეს ფლორესმა ირონიულად უპასუხა: „მზეზე თამაში, Nivea და Aftersun-ი (პარფიუმერიის ფირმებია) მე არ ვიცი. ჩვენ შესანიშნავ მოედანზე ვითამაშეთ’’.

2015 წელს იყო კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი, როდესაც „ხეტაფესთან’’ სტუმრად გამარჯვების აღსანიშნავად ჰელოუინის დღესასწაულზე „ბარსელონას’’ ფეხბურთელები დანი ალვეში, ჟერარდ პიკე, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა და ბარტრა სამასკარადო კოსტიუმებში გამოწყობილები მადრიდის კლუბებს მოედნენ. „ხეტაფეს’’ საზოგადოება მაშინ ძალიან აღშფოთდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.