გიორგი მამარდაშვილის გუნდის, „ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კვირას, „კამპ ნოუზე“, „ბარსელონასთან“ შეხვედრაში, მისი გუნდი მსაჯის არასწორი ჩარევის გამო დამარცხდა. „ღამურებმა“ ანგარიში თამაშის დასაწყისშივე, მე-5 წუთზე გახსნეს, გოლი ხოსე ლუის გაიამ გაიტანა, მაგრამ 8 წუთში ანსუ ფატიმ არაჩვეულებრივი დარტყმით გაქვითა. შესვენებამდე 4 წუთით ადრე „ბარსელონა“ პენალტით დაწინაურდა. თერთმეტმეტრიანი ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების, გოლების ავტორების...
ჭდე: ხოსე ბორდალასი
ხოსე ბორდალასი: ჩვენ ვალენსია ვართ!
დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ ხვდება. გიორგი სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, „ჩეების“ თამაში ქართველი გულშემატკივრისთვის მაინც საინტერესოა. მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ასე ილაპარაკა: — „ბარსელონასთან“ შეხვედრა ჩვეულებრივი მატჩია, რომელშიც სამი ქულა თამაშდება თუ მეტს ნიშნავს თქვენთვის? — მე ყოველთვის მოგებისთვის ვიბრძვი და თუ ვერ ვიგებ, უკმაყოფილო...
ბარსელონას ვალენსია სრული შემადგენლობით ესტუმრება
სანაკრებო კვირა დასასრულს უახლოვდება. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ 17 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ უწევს თამაში. მეტოქეები ცხრილში გვერდიგვერდ იმყოფებიან: „ღამურებს“ 8 თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მე-8 პოზიციაზე არიან, „ბარსას“ კი 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ასევე 12 ქულით მე-9 პოზიცია უკავია. ორივე გუნდს სამ-სამი მოგება აქვს. „ელ ჩემ“ ბოლოს ზუსტად ერთი თვის წინ, 12...
ბორდალასი: გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა
„ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრის (1:1) შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, „ღამურების“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჟურნალისტებმა მეკარის შეცვლაზე, კერძოდ 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში 32 წლის ჰოლანდიელის ჯასპერ სილესენის დაყენებაზე ჰკითხეს. ბორდალასმა ასე უპასუხა: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მეკარის შესაცვლელად სწორედ ახლა იყო შესაფერისი მომენტი. გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა. მან მოლოდინს გადააჭარბა, მოთხოვნა და პასუხისმგებლობა კი...
სილესენი კარგად დაბრუნდა; მამარდაშვილი კარგად რჩება
გთავაზობთ ესპანურ გაზეთ AS-ში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც „ვალენსიას“ მეკარეებს, 32 წლის ჰოლანდიელ ჯასპერ სილესენსა და 20 წლის (21 წლის ოთხშაბათს, 29 სექტემბერს ხდება) გიორგი მამარდაშვილს ეხება. „სილესენი მე-7 ტურში დაბრუნდა. ჰოლანდიელმა მეკარემ, ძირითადში ადგილი ტრავმის, სეზონისწინა პერიოდის გამოტოვების და მამარდაშვილის მაღალი დონის გამო დაკარგა, მაგრამ ხოსე ბორდალასმა ბოლოს და ბოლოს მისცა შანსი, რომელსაც ის...
მალე დასავიწყებელი მარცხი
გთავაზობთ, „სევილიასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის მიმოხილვას ესპანურ გაზეთ AS-ზე დაყრდნობით: ოცწუთიანმა შტურმმა და ვალენსიელთა უიღბლობამ „სევილიას“ სამ ქულასთან ერთად ოპტიმისტური განწყობა მოუტანა. ამ გამარჯვებამ გუნდი შეიძლება გამოიყვანოს ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, რომელშიც ზედიზედ სამი ფრის (ორი ლა ლიგაში, ერთიც ჩემპიონთა ლიგაში) გამო აღმოჩნდა. გუშინდელმა 3:1-მა სევილიელები მესამე ადგილზე აიყვანა. თან, ხულენ ლოპეტეგის გუნდს „რეალსა“ და „ატლეტიკოზე“...
მამარდაშვილის ვალენსია დრამატულ მატჩში დამარცხდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ შინ, დრამატულ შეხვედრაში წააგო „რეალთან“ 1:2. „ღამურები“ 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს, ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუშვეს. ეს 86-ე და 88-ე წუთებზე მოხდა. როგორც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, მას ჰყავს გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს თუ ცუდად, ბოლომდე იბრძვის და არასდროს ნებდება. „დღეს მე სწორედ ის დავინახე“, — თქვა იტალიელმა....
მამარდაშვილი ძირითადის მეკარეა!
„ვალენსიამ“ „ალავესს“ 3:0 მოუგო. ხოსე ბორდალასის გუნდმა სამი ტურიდან ორში მოიგო, ერთში კი ფრედ ითამაშა. ამრიგად, „ღამურებს“ შესაძლო 9 ქულიდან 7 აქვთ, რასაც ჩემპიონატის შესანიშნავი სტარტი შეიძლება ვუწოდოთ. ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ ბორდალასმა სამიდან ორ შეხვედრაში თავის წინა გუნდს მოუგო, „ალავესსა“ და „ხეტაფეს“, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა....







