„მარკა’’ წერს: „ალავესმა’’ მე-15 წუთზე გაიღვიძა, მაგრამ ვერ გამოფხიზლდა. მამარდაშვილმა ნახტომით მოიგერია გურიდის თავური დარტყმა, რომელსაც ბურთი კარში რომ გასულიყო ოფსაიდზე შეამოწმებდნენ. შემდეგ ქართველმა მეკარემ თავისი შთამბეჭდავი მატჩი განაგრძო, მან მხრით მოიგერია ტენალიას შორეული დარტყმული, ჯარიმის გათამაშების შემდეგ ალენიას დარტყმულსაც გადაუღობა გზა და პირველი ტაიმის მიწურულს კარლოს ვისენტეს კიდევ ერთი შორეულ დარტყმა დაბლოკა…
…მერე კი მამარდაშვილმა წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა. გაუგებარია რატომ ვერ მოახერხა ბურთის მუშტებით გამოგდება, რის გამოც ის მურინიოს დაეცა. ხილ მანსანომ პენალტი დანიშნა. VAR-ის მსაჯმა ერნანდეს მაესომ მანსანოს სთხოვა ეპიზოდი მონიტორზე უფრო დაკვირვებით ენახა, მაგრამ ესტრემადურელმა არბიტრმა თავის პირველ გადაწყვეტილებას უერთგულა. ჯოან ჯორდანმა მეკარისგან მარჯვნივ ძლიერად დაარტყა. აუღებელი დარტყმა იყო’’.
AS-მა ეპიზოდი ყოფილ მსაჯს, არბიტრების გადაწყვეტილებათა ექსპერტს იტურალდე გონსალესს შეაფასებინა. ექსპერტმა თქვა: „მეკარე ბურთს არ შეხებია და შემდეგ ფეხბურთელსაც შეეჯახა, მაგრამ ჩემი აზრით ეს შეჯახება პენალტის დასანიშნად საკმარისი არ იყო’’. იტურალდემ ეპიზოდს ძალიან რთული უწოდა.
თავად გიორგი მამარდაშვილმა კი „ვალენსიას’’ საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ, რატომ იყო ეს პენალტი. „ალავესის’’ ფეხბურთელებმაც მითხრეს, რომ ეს პენალტი არ იყო’’.
საქართველოს ნაკრების მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
შეხვედრა დამთავრდა 1:0 მასპინძლების სასარგებლოდ. ამ წაგებით ვალენსიელთა ათმატჩიანი დაუმარცხებელი სერია დამთავრდა. ახლა გუნდს, რომელიც ერთი ხნის წინ ცდოლობდა არ გავარდნილიყო, ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოპოვება გაურთულდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
