მსხვილი ევროპული კლუბის ეკონომიკურ მოდელში საკუთარი სტადიონის ფლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. პარიზში ეს თემა დიდი განხილვის საგანია. კლუბს უნდა, რომ „პარკ დე პრენსი’’ მისი საკუთრება იყოს, მაგრამ დედაქალაქის მერია არ უთმობს და ამის გამო ახალი სტადიონის აშენების იდეაც კი გაჩნდა. რა ხდება ამ მხრივ მარსელში?
დღეს „მარსელი’’ „ველოდრომის’’ მხოლოდ და მხოლოდ არენდატორია. ის წელიწადში 8 მილიონ ევროს იხდის, თუმცა ოთხშაბათს „ეკიპის’’ არხზე გამოსვლისას ქალაქის მერმა ბენუა პაიანმა არ გამორიცხა, რომ სარბიელი შესაძლოა კლუბს გადაეცეს. თუმცა, მერმა ფასიც დაასახელა: 1 მილიარდი ევრო!
„ეს არის ნაგებობა, რომელსაც მოგება არ მოაქვს და მისი შენახვა დიდძალი ფული ჯდება. საკუთარი თავის მოტყუება საჭირო არ არის, გარიგება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ საუკუნის საუკეთესო გარიგებაა და თუ კლუბი ერთ მშვენიერ დღეს „ველოდრომის’’ ყიდვას გადაწყვეტს, პრობლემა მოგვარდება. რასაკვირველია, ამისათვის მას ფული უნდა ჰქონდეს. დიდძალი ფულია საჭირო. სტადიონის ყიდვა ხომ დიდი სამომავლო საქმეა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მსხვილი ევროპული კლუბები თავიანთი სტადიონების მეპატრონეები არიან’’, ― თქვა ბენუა პაიანმა და დამატებითი განმარტებაც მოაყოლა: „თუ „პანცანი’’ (პასტას ანუ მაკარონის მწარმოებელი ფირმაა) ან საპენსიო ფონდი მეტყვიან, რომ სტადიონის შესაძენად მოდიან, მე მას არ გავყიდი, მაგრამ თუ „მაკკორტი’’ დამიკავშირდება (უძრავი ქონება, სპორტული ტექნოლოგიები, მედია და საფინანსო ინდუსტრია) და მეტყვის, რომ „ველოდრომს’’ კლუბისთვის ყიდულობს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ჯერჯერობით მაგიდაზე ასეთი შეთავაზება არ გვიდევს. ზოგადად, სტადიონი და მასთან დაკავშირებული ოპერაცია საკმაოდ რთული საქმეა’’.
ფრანგულ პრესაში წერენ, რომ „მარსელის’’ და მისი სპონსორების მხრიდან ჯერ არაფერი ისმის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
