ვილი სანიოლისა და საქართველოს ისტორია დამთავრდა, – წერს „პარიზიენი“. შაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ფრანგთან თანამშრომლობას ასრულებს. სანიოლი საქართველოს ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში ედგა სათავეში.
სფფ-ს განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მარცხი ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდთან – 0:1. „პარიზიენი“ წერს, რომ ამ შეხვედრის მსვლელობისას 2026 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტმა ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა.
ფედერაციის პრეს რელიზში წერია: „2028 წლამდე საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი რამაზ სვანაძე (აქამდე 21-წლამდელთა თავკაცი) უხელმძღვანელებს“.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მადლობა გადაუხადა ვილი სანიოლს ისტორიულ მოგზაურობაში „ერთად გატარებული ყოველი წუთისთვის“.
ფრანგის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა 58 შეხვედრა, რომელთაგან მოიგო 25, წააგო 23 და 10 ფრედ ითამაშა.
ფრანგული საიტი maxifoot ხაზს უსვამს, რომ ვილი სანიოლს გულითადად გამოემშვიდობა კვარაცხელიაც, რომელმაც დაწერა: „გმადლობ, ვილი! ჩვენ ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ და უამრავი გამოწვევა გადავლახეთ. მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ბავშვობის ოცნება ავიხდინეთ — ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანეთ. ჩვენ ეს ერთად შევძელით და ამით ისტორია დავწერეთ. ქართველ ხალხთან ერთად განცდილი სიხარული და ემოციები სამუდამოდ დარჩება განსაკუთრებულ მოგონებად. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ამ პერიოდისა და იმ წლებისთვის, რომლებიც ერთად გავატარეთ. ამ საფეხბურთო თავგადასავალს არასდროს დავივიწყებთ. მომავალში დიდ წარმატებას გისურვებ, კიდევ შევხვდებით“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/09/2026 | 09:57სანიოლი: 25 – 10 – 23
სიახლეები27/09/2026 | 09:17ტორესმა ააცილა და ააცილა
აქეთურ-იქითური27/09/2026 | 07:15ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს
სიახლეები26/09/2026 | 09:45უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
