ვილი სანიოლისა და საქართველოს ისტორია დამთავრდა, – წერს „პარიზიენი“. შაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ფრანგთან თანამშრომლობას ასრულებს. სანიოლი საქართველოს ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში ედგა სათავეში. სფფ-ს განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მარცხი ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდთან – 0:1. „პარიზიენი“ წერს, რომ ამ შეხვედრის მსვლელობისას 2026 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტმა ხვიჩა...
ჭდე: ვილი სანიოლი
სანიოლი სვანაძემ შეცვალა
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი, რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. „ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის...
სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
25 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს თბილისში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით იწყებს. მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „გუნდში კარგი ატმოსფეროა. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელს ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ აქვთ ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებდი და კარგად ვიცნობ. მთავარია, მათთან ბურთი გავაკონტროლოთ....
მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სანაკრების შეკრების დაწყების წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. „ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება. რაც შეეხება ჩვენს მიზანს – 6 თამაში გვაქვს და ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა. წინა გათამაშებაში B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატებად ჩაითვალა, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ – ელიტაში დაწინაურება...
ახალი კაპიტანი
26 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, სადაც საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, ჟურნალისტთა კითხვებს ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს: ვილი სანილი: ერთა ლიგა სექტემბერში იწყება, იქამდე დიდი დროა. გუნდში მსუბუქი ატმოსფეროა, მაგრამ მოდუნების საშუალებას არ იძლევა. გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე მცირე პრობლემებით მოვიდნენ, ფინალი რომ იყოს აუცილებლად ითამაშებდნენ, მაგრამ ახლა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ ითამაშებენ...
ერთი დებიუტანტი
საქართელოს ეროვნული ნაკრები 26 და 29 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, კაუნასში კი ლიეტუასთან ითამაშებს. ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გრაცის „შტურმის“ 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი. მეკარეები გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი) მცველები გურამ კაშია...
უნგრელები საქართველოს ნაკრებზე
უნგრულმა გამოცემამ „ნემზეთი შპორტმა’’ (ეროვნული სპორტი) ერთა ლიგის კენჭისყრას მიუძღვნა რამდენიმე წერილი: B2 ჯგუფში მოხვდნენ უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილოეთ ირლანდია. უნგრელმა ჟურნალისტებმა დაახასიათეს თავიანთი ნაკრების სამივე მეტოქე. საქართველოს ნაკრების დახასიათებას მისი ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის კომენტარიც დაურთეს. გაზეთმა, რომელიც უნგრეთში 1903 წლიდან გამოიცემა დაწერა: „ბევრს ახსოვს საქართველოს ნაკრების ფანტასტიკური გამოსვლა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე....
ვინ არის პასუხისმგებელი?..
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა უსუსურად, უსახელოდ და უხარისხოდ დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდი სოფიაში ჯგუფის აუტსაიდერ ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა ტაქტიკა თავიდანვე კონტრშეტევებზე ააგეს და უკვე 25-ე წუთზე რუსევისა და კრასევის გოლებით იგებდნენ. თამაშის გადასარჩენად ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საყრდენი ნახევარმცველი ანრი მექვაბიშვილი მოხსნა და მის ნაცვლად საქმეში შემტევი გიორგი ქვილითაია ჩართო,...
წახვალ, ვილი ???
საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ წაუგია… წაუგია დიდი ანგარიშით… წაუგია უსიტყვოდ და უილაჯოდ… წააგო გუშინაც… წააგო ისე, რომ მოგების იმედიც არავის ჰქონია… პირველ ტაიმში ანგარიში უკვე 0:3 იყო. შესვენებაზე კი აბა რა მეკეთებინა, მეხსიერების უჯრედები შევატოკე და ამოტივტივდა – ჩვენები შინ, თბილისში, ისტორიაში მეექვსე მატჩს აგებდნენ დიდი ანგარიშით. შესვენების შემდეგ სამ მიღებულ გოლს ერთიც დაემატა და მივიღეთ...
რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
ვრცელ და მოსაწყენ შესავალს გამოვტოვებ და პირდაპირ სათაურში დასმულ კითხვას ვუპასუხებ: ◾ ვილი სანიოლს არ ვეჩხუბები იმის გამო, რომ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა; ◾ არამედ იმის გამო, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრების ზრდის პოტენციალის დანახვა მიჭირს. ახლა, როცა მთავარი ნათქვამია, მოკლედ განვმარტოთ კიდეც. როდემდე აქვს ვილი სანიოლს კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ფოტოზე ხედავთ. ითქვა ისიც,...









