2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები შვედეთში ჩავიდა სათამაშოდ. მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა ჩვენი ეროვნული გუნდის ახალმა მწვრთნელმა. ვილი სანიოლი ამბობს: – ახალი საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებას დიდი ინტერესით ველით. მეტოქეს ჩვენზე გამოცდილი გუნდი ჰყავს და ბოლო დროს კარგი შედეგებიც აქვს. ჩვენც კი გვსურს, რომ ახალი ეტაპი კარგად დავიწყოთ. გუნდში ახალი ვარ, მაგრამ...
ჭდე: ვილი სანიოლი
სანიოლის გუნდში ცვლილებაა
საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდი ჯერ არ შეკრებილა, რომ იძულებითი ცვლილება უკვე გაკეთდა. ვილი სანიოლმა თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად პოლონური „ლეგიას“ ნახევარმცველ ვაკო გვილიას უხმო. ოქრიაშვილმა ტრავმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო. ნაკრები დღეს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეკრებაზე შევა და სანიოლის ხელში პირველ ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ, ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის...
ამბიციური სანიოლი
საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი ქართველ ჟურნალისტებს პირველად შეხვდა. ფრანგი მწვრთნელი „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად გამოცხადდა. იაშვილის თქმით, შემადგენლობის დასახელების შემდეგ სანიოლის პრესკონფერენციები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რადგან მატჩისწინა შეხვედრების დროს, კონკრეტული კითხვები იყოს. სანიოლის თქმით, ყველა გამოძახებული ფეხბურთელის თამაში ნახა და 25 მოთამაშის არჩევა ადვილი არ ყოფილა. მისი...
ვილის 25 ქართველი
წლის პირველ მატჩს საქართველო 25 მარტს სტუმრად, შვედეთში გამართავს, სადაც შედგება კიდეც ნაკრების ახალი თავკაცის დებიუტი. შვედეთის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი საბერძნეთში ითამაშებს. ამ მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა მისი პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში...
ახალგაზრდულის ახალი თავი
ეროვნულ გუნდში ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ, სიახლეა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც. გუნდის გაძღოლა რამაზ სვანაძეს ანდეს. გეხსომებათ, სვანაძე საქართველოს ნაკრების დროებითი მწვრთნელი იყო ესტონეთთან მატჩისას, რომელიც ერთა ლიგის ეგიდით გაიმართა. 39 წლის სპეციალისტი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 2023 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც ერთდროულად საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩვენ, როგორც მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გარანტირებული გვაქვს...
რას დაუკრავს ვილი?
დღეს 16 თებერვალია. საქართველოს ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დარჩენილია 37 დღე, შესაბამისად 5 კვირა და ევროპის საფეხბურთო კალენდრით 5 ტური. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები თამაშობენ საფრანგეთში, პოლონეთში, კვიპროსზე, თურქეთში, უნგრეთში, ესპანეთში, რუსეთში… დაახლოებით 20 ფეხბურთელი… მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში ჩამოდის, ანუ უახლოესი ტურის მატჩებს ის ვერ დაესწრება და ჰა ჰა,...
ვილის გზა
ქართული ფეხბურთის 31-ე წლისთავზე ეროვნულ გუნდს 21-ე მწვრთნელი ჰყავს. მერვე უცხოელი, მეორე ფრანგი… ის 43 წლის ვილი სანიოლი გახლავთ. წარსულში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს 2006 წლის 2 სექტემბერს თბილისში, განახლებული „დინამო არენის“ გახსნაზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია. ფრანგებმა 3:0 მოიგეს. სანიოლის „მამლების“ მაისური 58-ჯერ მოურგია. საკლუბო დონეზე კი, „სენტ ეტიენში“, „მონაკოსა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ უბურთავია. მშვენიერი საფეხბურთო...
Bonjour Willy !
გაირკვა! საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ფრანგი ვილი სანიოლი გახდა. კონტრაქტი ორწლიანია და კიდევ ორი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. მწვრთნელი რომ გვყავს, უკვე კარგია. სერიოზული საფეხბურთო და გარკვეული სამწვრთნელო პრაქტიკაც რომ უმაგრებს ზურგს – მთლად უკეთესი. ვისაც გახსოვთ „ბაიერნში“ მუდამ მებრძოლი სანიოლი, ალბათ ხანდახან დაგიჭერიათ მის თამაშში სუფთა გერმანული გაუტეხლობა და ბრძოლის ჟინი. ესეც მისი, როგორც პიროვნების მახასიათებელი...
არასწორი ზიდანი
ფრანგმა მცველმა ვილი სანიოლმა მონდიალი 2006-ის ფინალი გაიხსენა. საფრანგეთი დამატებით დროში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გაძევებამ ბოლო წუთებში თამაში გაათანაბრა და ბოლოს პენალტები დაინიშნა, რომელშიც იტალიელებმა მოიგეს. სანიოლი აცხადებს – ზიდანმა მარკო მატერაცის მუცელში რომ თავი ჩაარტყა, ამით მთლიანად საფრანგეთი დააზარალა და ეს არასწორი საქციელი იყოო. „ფინალის მერე ყველანი სტრესში ვიყავით. ყველა ფეხბურთელი ზიდანს...








