საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი ქართველ ჟურნალისტებს პირველად შეხვდა. ფრანგი მწვრთნელი „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად გამოცხადდა.
იაშვილის თქმით, შემადგენლობის დასახელების შემდეგ სანიოლის პრესკონფერენციები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, რადგან მატჩისწინა შეხვედრების დროს, კონკრეტული კითხვები იყოს.
სანიოლის თქმით, ყველა გამოძახებული ფეხბურთელის თამაში ნახა და 25 მოთამაშის არჩევა ადვილი არ ყოფილა. მისი აზრით, ნაკრებში მატჩების ჩატარების რაოდენობით გუნდის დაკომპლექტება არ შეიძლება და ფეხბურთელებმა ყოველ შაბათ-კვირას უნდა დაამტკიცონ, რომ ეროვნულ გუნდში ყოფნის ღირსნი არიან. თუმცა, ფეხბურთელები, რომლებიც ახლა არ არიან სიაში, შესაძლოა, მომავალში გამოიძახოს.
რაც შეეხება გიორგი მაკარიძის არყოფნას, თავად სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება იყო, რომ ფეხბურთელი კლუბისთვის დაეთმოთ. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ნაკრები უფრო პრივილიგებულია და ასეთ დეტალებს, მომავალში, უკვე საჩვენოდ გადაწყვეტენ.
სანიოლიმ ისიც დასძინა, რომ ეროვნულ ლიგაში თამაშმა ფეხბურთელს ნაკრებში მოხვედრაში ხელი არ უნდა შეუშალოს.
სადღეისოდ ნაკრებს შეტევაში უფრო მეტი არჩევანი აქვს, მაგრამ მწვრთნელი ამაზე წუწუნს არ აპირებს. პირიქით, დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ მის მისაღწევად ბევრი უნდა იშრომონ…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
